ქალმა ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში ძუძუ აწოვა

ქალმა ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში ძუძუ აწოვა

პირდაპირ ეთერში ჰოლანდიელმა ტელეწამყვანმა პოლ დე ლიუმ სტუმრად მიწვეული მეძუძური დედის ძუძუ მოწოვა.

პოლს სტუდიაში საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ქალები ჰყავდა მიწვეული, რომლებიც ჩვილი ბავშვებისთვის ბუნებრივი კვების დადებით მხარეზე საუბრობდნენ. ყველასთვის მოულოდნელად, ტელეწამყვანმა ერთ-ერთ სტუმარ ქალს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა მისი რძე გაესინჯა. სტუმარმა პოლს რძიანი ბოთლი გაუწოდა, მაგრამ წამყვანმა რძის დაგემოვნება პირდაპირ ძუძუდან მოისურვა. "თუ არ მიკბენ, გასინჯე", - შესთავაზა მოხალისემ წამყვანს. დე ლიუ ქალბატონის ჯერ ერთ მკერდს დაეწაფა, მერე - მეორეს.

წამყვანის საქციელს აკრიტიკებენ მისი კოლეგები და გასართობი შოუს მაყურებლები. ტელეარხის ადმინისტრაციაში უამრავი საჩივარი შედის - ხალხი წამყვანის გათავისუფლებას ითხოვს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია ninemsn.com.au-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს