გერმანიაში ბარბის სასახლე გაიხსნა

გერმანიაში ბარბის სასახლე გაიხსნა

ბერლინში გოგონებისთვის ტურისტული ღირსშესანიშნაობა - Barbie Dream House-ი გაიხსნა. ეს რეალურ ზომებში შექმნილი თოჯინა ბარბის სასახლეა. ბარბის სახლში შესასვლელად მსურველებს 12 ევროს გადახდა მოუწევთ.

სახლი მთლიანად ვარდისფერია, ისევე როგორც მასში განთავსებული ყველა ნივთი. ამ სახლში ბარბის თოჯინების უზარმაზარ კოლექციასაც შეხვდებით.

მიუხედავად იმისა, რომ Barbie Dream House-ს უკვე სდებენ ბრალს სილამაზის კრიტერიუმების არასწორ ფორმირებაში, ეს ვარდისფერი სასახლე ევროპაში 2013 წლის ზაფხულის ბოლომდე იმოგზაურებს და უამრავი პატარა გოგონას გულს გაახარებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს