მოსწავლე გამოსაშვებ საღამოზე ტოპ-მოდელთან ერთად მივიდა

მოსწავლე გამოსაშვებ საღამოზე ტოპ-მოდელთან ერთად მივიდა

17 წლის კალიფორნიელმა ჯეიკ დევიდსონმა ყველა თანატოლის ოცნება აისრულა და გამოსაშვებ საღამოზე სუპერმოდელთან ერთად მივიდა.

ახალგაზრდამ სახელი Youtube-ზე განთავსებული ვიდეორგოლის წყალობით გაითქვა, რომელშიც ის აშშ-ში ცნობილ მოდელ კეიტ აპტონს სთხოვდა, საზეიმო ღონისძიებაზე გაჰყოლოდა.

20 წლის მოდელი თავიდან დათანხმდა დევიდსონის წინადადებას, თუმცა მოგვიანებით დატვირთული გრაფიკის გამო, დროის გამონახვა ვერ შეძლო.

მის ნაცვლად დევიდსონის მეგზურობის სურვილი აპტონის კოლეგამ, ჟურნალ Sports Illustrated-ის ახალმა ვარსკვლავმა, 21 წლის დანიელმა სუპერმოდელმა ნინა აგდალმა გამოთქვა. სუპერმოდელის თქმით, სამუშაოს გამო თავის დროზე საკუთარ გამოსაშვებ საღამოს ვერ დაესწრო, ამიტომ ჯეიკის წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა.

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი რამ გადამხდებოდა. ეს ბედის დაუჯერებელი შემობრუნებაა. ეს ამბავი მთელი ცხოვრება მემახსოვრება", - ამბობს აღფრთოვანებული ჯეიკი.

აგდალი და დევიდსონი შერმან-ოქსის სკოლაში ვარსკვლავურ წყვილად აღიარეს.

"ეს უბრალოდ ახდენილი ოცნება იყო. მე ყველაზე ლამაზი გოგონა მყავდა, ძალიან ვიმხიარულეთ!", - აღნიშნა დევიდსონმა გამოსაშვები საღამოს შემდეგ.

ნინა აგდალიც მოხიბლული დარჩა სკუთარი თაყვანისმცემლით და განაცხადა, რომ სიამოვნებით გახდება მისი მეგობარი და ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებს.

"უკვე შევთავაზე, რომ ერთად ვისადილოთ, როდესაც ჩვენს მხარეში მოხვდება. ამას მოუთმენლად დაველოდები", - აღნიშნა დევიდსონმა.

გამოსაშვები საღამოს მიწურულს მოდელმა მოზარდი თბილი ჩახუტებით დააჯილდოვა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს