წამყვანებმა, რომლებიც ხალხს დეპრესიასთან გამკლავებაში ეხმარებოდნენ, თავი მოიკლეს

წამყვანებმა, რომლებიც ხალხს დეპრესიასთან გამკლავებაში ეხმარებოდნენ, თავი მოიკლეს

ამერიკული რადიოშოუს -"ბედნიერების დევნაში" წამყანებმა, რომლებიც ეთერში დეპრესიულ ადამიანებს კონსულტაციას უწევდნენ, საკუთარ პრობლემებთან გამკლავება ვერ შეძლეს და თავი მოიკლეს.

გარდაცვლილი მეუღლეები - ჯონ ლიტინგი და ლინ როუზენი მეზობლებმა აღმოაჩინეს. ორივე დივანზე თავზე ჰელიუმით სავსე ტომრებჩამოცმული იწვა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ორი წერილი იპოვა. 48 წლის ჯონ ლიტინგის წერილში ნათქვამი იყო, რომ ისინი თავის მოკვლას ერთად აპირებდნენ. მამაკაცმა ასევე დაწერა, რომ "აღარ შეუძლია უყუროს, როგორ იტანჯება მისი მეუღლე". 46 წლის ლინ როუზენის წერილის შინაარსი არ გაუხმაურებიათ, მაგრამ ბარათით პოლიციელებმა დაასკვნეს, რომ ქალს "სერიოზული ფსიქიკური პრობლემები" ჰქონდა.

ტრაგიკულმა ახალმა ამბავმა მეზობლები შეაძრწუნა. ისინი წყვილს იცნობდნენ, როგორც არა მხოლოდ "შესანიშნავ ადამიანებს", არამედ რადიო WBAI-FM-ის ყოველთვიური შოუს -"ბედნიერების დევნაში" წამყვანებს. ლინი პროფესიით ფსიქიატრი იყო და მუსიკოს მეუღლესთან ერთად ერთი საათის განმავლობაში მსმენელს ურჩევდა, თუ როგორ დაენახათ პრობლემებში პოზიტიური მხარე და დეპრესიულ განწყობას გამკლავებოდნენ. "გახსოვდეთ, მთავარია პოზიტიური განწყობა. სცადეთ რაიმე სპონტანური, რაღაც უნდა შეცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცხოვრება არაა",-ამბობდა როუზენი.

ისინი ადამიანებს ურჩევდნენ, თვითმკვლელობა გადაეფიქრებინათ. "სიკვდილი ყოველთვის ძალიან ადრეა",- აღნიშნავდა იგი.

შოუს გარდა წყვილს ტრენინგების - "რატომ ახლა არა" ჩატარების საკუთარი ბიზნეს-პროექტიც ჰქონდა. მისი მისია იყო "სულიერი ძალის და შინაგანი გამოუყენებელი რესურსების გამოვლენა", რაც ადამიანებს უნდა დახმარებოდა "ეცხოვრათ ისე, როგორც სურდათ".

მომზადებულია New York Daily News-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს