ინდოელი პატარძლები ქორწილის წინ ქალწულობის ტესტირებას იტარებენ

ინდოელი პატარძლები ქორწილის წინ ქალწულობის ტესტირებას იტარებენ

ინდოეთში ათასობით ქალი იძულებულია, საქალწულე აპკისა და ფეხმძიმობის ტესტირება ქორწილამდე ჩაიტაროს - წინააღმდეგ შემთხვევაში, მასიურ საქორწინო ცერემონიალში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ინდოეთის შტატ მადჰია-პრადეშის ოლქ ბეთულში 450 ქალი უკვე დათანხმა მსგავს ტესტირებას, რომელიც მთავრობის დაკვეთით ჩატარდა. ცერემონიას სახელწოდებით The Mukhyamantri Kanyadan Yojna მთავრობა აფინანსებს. ამ ხერხით მთავრობის წევრები ღარიბ ქალებს ქორწილის გადახდაში ეხმარება და ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიან.

ინდური გამოცემის Times of India-ს ინფორმაციით, ქორწილის ცერემონიალის დაწყებამდე ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ 9 ქალი ფეხმძიმედ იყო. მათ ღონისძიებაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. როგორც მასიური საქორწინო ცერემონიალის ორგანიზატორები ამბობენ, ტესტირებას იმიტომ ატარებენ, რომ საჩუქრის მიღების მსურველი ბევრია და ხშირად დაუქორწინებელ წყვილებში დაქორწინებულებიც "იპარებიან".

მომზადებულია Times of India-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს