აიოვას სილამაზის კონკურსი უხელო გოგონამ მოიგო

აიოვას სილამაზის კონკურსი უხელო გოგონამ მოიგო

აშშ-ი, აიოვას შტატის ყველაზე ლამაზ გოგონად 23 წლის ნიკოლ კელი აღიარეს, რომელიც უმკლავოდ დაიბადა.

შარშან, პირველად ისტორიაში "მის ამერიკას" ტიტულისთვის აუტისტი გოგონა იბრძოდა, 18 წლის ალექსის ვაინმანი მონტანადან იყო. 1994 წელს კონკურსის გამარჯვებული ყრუ ჰიზერ უაიტსტოუნი გახდა, რომელიც ალაბამას შტატს წარმოადგენდა.

ნიკოლის თქმით, იგი საკუთარი თავის ყველა სფეროში მოსინჯვას ცდილობს - ბეისბოლს თამაშობს, ცეკვავს და დაივინგითაა დაკავებული. "ერთი წლის წინ რომ ეთქვათ, "სილამაზის დედოფალი" გახდებიო, არ დავიჯერებდი",- ყვება გოგონა.

ნიკოლმა ნებრასკას შტატის უნივერსიტეტში თეატრალური ხელოვნება შეისწავლა და იმედი აქვს, რომ ბროდვეიზე იმუშავებს.

საკუთარი ახლანდელი ტიტულის გამოყენებას საზოგადოების შეზღუდული შესაძლებლობის პირებისკენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობისთვის გამოიყენებს.

ახლა ნიკოლ კელი საკუთარ შტატს სილამაზის კონკურს "მის ამერიკა 2014"-ზე წარადგენს, რომელიც წელს ნიუ-ჯერსის შტატში, ატლანტიკ-სიტიში გაიმართება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს