რა ქონებას მიიღებს ლუდმილა პუტინა განქორწინების შემდეგ?

რა ქონებას მიიღებს ლუდმილა პუტინა განქორწინების შემდეგ?

ჯერ ისევ რუსეთის პრეზიდენტის მეუღლე ლუდმილა პუტინა განქორწინების შემდეგ არც ისე დიდ ქონებას მიიღებს. როგორც РБК-Недвижимость-ი ვლადიმერ პუტინის საშემოსავლო დეკლარაციაზე დაყრდნობით წერს, პრეზიდენტის საკუთრებაშია 77 კვ.მ ფართობის ბინა სანკტ-პეტერბურგში, ასევე 1500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მოსკოვში და 18 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი.

გარდა ამისა, პუტინის საკუთრებაშია 153,7 კვ.მ ფართობის ბინა და ავტოფარეხისთვის განკუთვნილი ადგილი. პრეზიდენტის მეუღლეს პირად საკუთრებაში არაფერი გააჩნია. განქორწინების შემდეგ მას ერთობლივი ცოლქმრული ცხოვრების პერიოდში დაგროვილი ქონების ნახევარი შეუძლია მოითხოვოს: სანკტ-პეტერბურგში ბინის 38,5 კვ.მ, მოსკოვში მიწის ნაკვეთის - 750 კვ.მ და ავტოფარეხის 9 კვ.მ ფართობი. პუტინის დანარჩენი ქონება სარგებლობაშია და არა მფლობელობაში.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ლუდმილა პუტინა "ნოვო-ოგარევოს" რეზიდენციით სარგებლობას, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური მუდმივი საცხოვრებლის სახით იყენებს.

რუსეთის პრეზიდენტის განქორწინების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. განქორწინების არაოფიციალურ მიზეზად მედიაში პუტინის ცხოვრებაში სხვა ქალის არსებობა დასახელდა.

მომზადებულია РБК-Недвижимость-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს