ყველაზე მაღალ საცხოვრებელ სახლში, 107-ე სართულზე ფეხით ადიან

ყველაზე მაღალ საცხოვრებელ სახლში, 107-ე სართულზე ფეხით ადიან

დუბაიში, ელიტალური საცხოვრებელი კომპლექსის Princess Tower-ის მკვიდრნი 107-ე სართულზე ფეხით ადიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ყველაზე მაღალ საცხოვრებელ სახლში 8 ლიფტიდან რვავე გაფუჭდა.

დღეს შენობის უიღბლო მაცხოვრებლებს სატვირთო ლიფტი ჩაურთეს, თუმცა ის მხოლოდ 50-ე სართულამდე ადის. იმისათვის, რომ ლიფტები შეაკეთონ, ინჟინრები ფინეთიდან ექსკლუზიურ ნაწილებს ელოდებიან.

საცხოვრებელი კომპლექსის ბინადართა ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა სასტუმროში ცხოვრობს.

Princess Tower გასულ წელს ააშენეს. მასში დაახლოებით 800-მდე საცხოვრებელი ფართია განთავსებული. ყველა მათგანი რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს