ჩეხეთში მფრინავი ველოსიპედი შექმნეს

ჩეხეთში მფრინავი ველოსიპედი შექმნეს

ჩეხმა გამომგონებლებმა მფრინავი ველოსიპედი შექმნეს. უჩვეულო სატრანსპორტო საშუალება მათ პრაღაში ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში წარმოადგინეს: დისტანციურად მართვადი ველოსიპედი ჰაერში 5 წუთი ტრიალებდა. მართალია ჯერჯერობით ნიმუშით არა ადამიანმა, არამედ მანეკენმა იფრინა.

გარეგნულად იგი მთის ველოსიპედს ჰგავს, მაგრამ 5კგ. იწონის. მასზე 6 საჰაერო ხრახნია დამაგრებული - 2 წინ და 2 უკან და თითო ორივე გვერდზე. 2013 წლის ბოლოსთვის ასეთ საფრენ აპარატებს მგზავრებისთვის გამოუშვებენ. ჯერჯერობით კი ბატარეის გაძლიერებაა საჭირო, - განაცხადა ტექნიკურმა დირექტორმა მილან დაჩეკმა.

მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს