ყველაზე მოდური მონარქების რეიტინგში ქეით მიდლტონი დაჩრდილეს

ყველაზე მოდური მონარქების რეიტინგში ქეით მიდლტონი დაჩრდილეს

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის ავტორიტეტი მოდის დარგში სულ ცოტა ხნის წინ ხელშეუხებელი ჩანდა, თუმცა დღეს ყველაზე მოდურ მონარქთა რეიტინგში პრინცი უილიამის მეუღლემ მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა. ქეით მიდლტონი დანიის გვირგვინოსანმა პრინცესა მერიმ დაჩრდილა.

ასეთი შედეგი გამოავლინა ახალმა გამოკითხვამ. აღსანიშნავია, რომ პრინცესა მერის უკვე დიდი ხანია აქებენ ელეგანტური სტილისა და მისი დახვეწილი გარდერობისთვის. პრიცესას ყოველთვის ადარებდნენ ქეით მიდლტონს, თუმცა აქამდე ეს უკანასკნელი ლიდერობას არავის უთმობდა.

ყველაზე მოდურ მონარქად დანიის პრიცესა გამოკითხულთა 68 %-მა დაასახელა, მეორე ადგილის მფლობელ ქეით მიდლტონს კი ხმა 67%-მა მისცა. საპატიო მესამე ადგილი იორდანიის დედოფალმა რანიამ დაიკავა. მას მხარი რესპონდენტთა 61%-მა დაუჭირა.

კითხვაზე თუ ვის თვლიან ყველა დროის ყველაზე მოდურ მონარქად, გამოკითხულლთა 82%-მა პრინცესა დიანა დაასახელა.

ყველაზე მოდური მონარქების სრული რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. გვირგვინოსანი პრინცესა მერი

2. ქეით მიდლტონი

3. დედოფალი რანია

4. პრინცესა ლეტიცია

5. პრინცესა მადლენი

6. პრინცესა შარლენი

7. გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია

8. ზარა ფილიპსი

9. დედოფალი მაქსიმა

10. გვირგვინოსანი პრინცესა მეტე-მარიტი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია HELLO Magazine-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს