იაპონიაში საკურას მთები აყვავდა

იაპონიაში საკურას მთები აყვავდა

იაპონიის პატარა ქალაქ ტიკანოუეში ბუნების პეიზაჟების მოყვარულთათვის უნიკალური ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. ყვავილების პარკი - ჰიგასიმოკოტო, მთის ფერდობზე 100 000 კვ.მ ფართობზეა გადაჭიმული. პარკში მილიონობით ვარდისფერი ყვავილი, ბალახი საკურა (shibazakura) ხარობს.

"აყვავებული მთების" ხილვა მხოლოდ მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდეა შესაძლებელი.

ჰიგასიმოკოტოს პარკი 1956 წელს გაშენდა. მის შემქმნელებს საკურას მხოლოდ რამდენიმე ნერგი ჰქონდათ. ისინი ყოველ წელს სულ უფრო მეტ ყვავილს რგავდნენ, ამჟამად კი ვარდისფერ ყვავილებს 10 ჰა უკავია და დიდებულ სანახაობას ქმნის.

საკურას ყვავილობის პერიოდში ირგვლივ საოცარი სურნელება ტრიალებს. ტურისტები აქაურობას საოცრებათა ქვეყანას უწოდებენ.

სეზონზე ადგილობრივები ტრადიციულ ფესტივალს აწყობენ. ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე თემატური ღონისძიება იმართება, რაც მეტი ტურისტის მოზიდვას უწყობს ხელს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს