ბრიტანელი მამაკაცები ცოლის სტატუსის მოპოვებას შეძლებენ

ბრიტანელი მამაკაცები ცოლის სტატუსის მოპოვებას შეძლებენ

ბრიტანელ პოლიტიკოსებს სიტყვების - "ქმარი" და "ცოლი" ტრადიციული მნიშვნელობის შეცვლა სურთ. პოლიტიკოსების გადაწყვეტილება ქორწინებაში მყოფ ერთსქესიან წყვილებს უკავშირდება. კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ქორწინებაში მყოფ მამაკაცებს უფლება მიეცემათ ცოლებად, ხოლო ქალები ქმრებად იწოდებოდნენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Daily Telegraph-ი წერს.

ბრიტანეთში ამჟამად განიხილება კანონონპროექტი ინგლისსა და უელსში ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ. სიტყვებთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა სწორედ ამ კანონპროექტში სურთ.

ცვლილებამ უნდა განსაზღვროს, როგორ უნდა გამოიყენონ ესა თუ ის ტერმინი ოფიციალურ დოკუმენტებში, ხსენებული კანონის მიღების შემთხვევაში.

თუ ბრიტანელი პოლიტიკოსების ინიციატივა დამტკიცდება, სიტყვები "მამა" და "დედა" შესაძლოა საერთოდ ამოიღონ ოფიციალური დოკუმენტებიდან. კანონის მიღების შემთხვევაში სიტყვა "ქმარი" შესაძლოა აღნიშნავდეს, როგორც მამაკაცს ტრადიციულ ქორწინებაში, ასევე ქალს არატრადიციულ ქორწინებაში. ანალოგიურად განისაზღვრება "ცოლის" მნიშვნელობაც.

ინიციატივას საზოგადოების მხრიდან უკვე მოყვა კრიტიკა. "გენდერული ტერმინების" მნიშვნელობის შეცვლის მოწინააღმდეგეები მას "სასაცილოს" უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მსგავსი ცვლილებები ინგლისურ ენას დაამახინჯებს.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა