ცუკერბერგმა გეი-აღლუმში მიიღო მონაწილეობა

ცუკერბერგმა გეი-აღლუმში მიიღო მონაწილეობა

სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მონაწილეობა სან-ფრანცისკოს გეი-აღლუმში მიიღო  და ”ფეისბუქის” 700 თანამშრომლისგან შემდგარ დელაგაციას უხელმძღვანელა.

მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ს მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა არაერთხელ მიუღია, ცუკერბერგისთვის ეს პირველია. მსვლელობისთვის Facebook-ის მოძრავი პლატფორმა აიგო. ასევე შეიკერა ბრენდის სპეციალური მაისურები.

Facebook-ის ოფისი ლგბტ სიმბოლოებიანი ატრიბუტებით მორთეს. კერძოდ, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნახატზე, რომელზეც Like-ია გამოსახული, ცისარტყელას ფერებიანი ბეჭედი გაჩნდა.

მომზადებულია Techcrunch-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს