ყველაზე ხნიერი ნიანგი 110 წლის გახდა

ყველაზე ხნიერი ნიანგი 110 წლის გახდა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგი, სახელად კასიუს კლეი, 110 წლის გახდა. ნიანგმა საჩუქრად წიწილებით შექმნილი 20 კილოგრამიანი"ტორტი" მიიღო. 2011 წელს ჩრდილოეთ ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბინადარი გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე დიდი რეპტილიის სახელით შევიდა.

კასიუს კლეი არა მხოლოდ ყველაზე ხნიერი, არამედ ყველაზე დიდი ნიანგია, რომელიც მარილიან წყალში ცხოვრობს. მისი სიგრძე 5.48 მეტრს აღწევს, ხოლო წონა - 1 ტონაა.

ეს გიგანტური რეპტილია 26 წლის წინ ავსტრალიის ველურ ბუნებაში დაიჭირეს. კასიუსი ადგილობრივ მცხოვრებლებს საფრთხეს უქმნიდა და მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა. დღეისთვის ყველაზე დიდი ნიანგი Green Island  Marineland Melanesia-ის ფერმაში ბინადრობს.

მომზადებულია huffingtonpost.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს