მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატები პატრონებს ატყუებენ

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კატები პატრონებს ატყუებენ

კატები პატრონებს ატყუებენ - ასეთ დასკვანმდე იაპონელი მეცნიერები მივიდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ ურჩ შინაურ ცხოველებს შესანიშნავად ესმით, როდესაც მათ პატრონი ეძახის, თუმცა დაძახებაზე არ რეაგირებენ, ვინაიდან ეს მათი სტრატეგიაა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Daily Mail წერს.

კვლევის ფარგლებში კატებს აუდიოჩანაწერები ჩაურთეს. ზოგზე მათი პატრონის ხმა იყო, ზოგზეც მათთვის სრულიად უცნობი ადამიანების. აკუსტიკური ექსპერმენტის დროს აღმოჩნდა, რომ პატრონის ხმაზე კატები ყურების ან თავის მოძრაობით რეაგირებენ, მაშინ, როდესაც უცნობი ადამიანის ხმაზე არანაირი რეაქცია არ აქვთ.

უფრო დეტალური კვლევის დროს დადგინდა, რომ როდესაც კატებს ესმით პატრონის ხმა, თუმცა ვერ ხედავენ მას, ძალიან ნერვიულობენ, რაც თვალის გუგების გაფართოებას იწვევს.

"ძაღლები თავიდანვე მოთვინიერებულნი არიან, რომ პატრონის ბრძანება შეასრულონ, მაგრამ კატები - არა. ამიტომ მათი ქცევა ბევრად უფრო დამოუკიდებელია. კატები უფრო გაუცხოებულები ჩანან, მაგრამ მათ პატრონთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ",  - განაცხადა კვლევის თანაავტორმა აცუკო საიტომ Discovery News-თან საუბრისას.

რატომაა, რომ კატები თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არ ესმით პატრონის ძახილი? ეს ინსტიქტების ბრალია. ეს ცხოველი საკმაოდ ჩაკეტილია და ემოციების გამომჟღავნებისგან თავს იკავებს. ისინი ყველა შემთხვევაში ფრთხილობენ, ვინაიდან ველურ ბუნებაში ხმაზე რეაგირების შემთხვევაში, კატა აუცილებლად აღმოჩნდებოდა საფრთხეში და დაიღუპებოდა კიდეც. მიუხედავად იმისა, გაიზარდა თუ არა კატა სახლის პირობებში, ეს ინსტინქტი მასში მაინც არ ქრება.

სწორედ ამიტომ, კატების პატრონებს უჭირთ იმის გაგება, ავადაა თუ არა მათი შინაური ცხოველი, ვინაიდან კატა თავდაცვის მიზნით ყოველთვის "თავდაჭერილია". აღსანიშნავია ისიც, რომ 10 000 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ადამიანებმა ასე თუ ისე უკეთ ისწავლეს კატების სურვილების გაგება და ცხოველიც იშვიათად, მაგრამ მაინც თავს მოდუნების და ემოციების გამოხატვის უფლებას აძლევს.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს