"მაუსის” შემქმნელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

"მაუსის” შემქმნელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ში კომპიუტერული ტექნოლოგიების პიონერი, კომპიუტერის თაგვის, კომპიუტერული ქსელებისა და გრაფიკული ინტერფეისის შემქმნელი დუგლას ენგელბარტი გარდაიცვალა. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ის სტენფორდში საკუთარ ლაბორატორიაში მუშაობდა. როგორც თავად ინჟინერი აცხადებდა, მან მთელი ცხოვრება ადამიანის ინტელექტის შესაძლებლობების გაფართოებას მიუძღვნა.

დუგლას ენგელბარტი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომპიუტერის თაგვი, ჯერ კიდევ ხის ყუთით, ორი ბორბლითა და სამი კლავიშით მან 1960-იან წლებში შექმნა, ხოლო პატენტის შესახებ განცხადება 1967 წელს შეიტანა.

თაგვის შექმნის იდეა ენგელბარტს 1964 წელს გრაფიკული დიზაინის კონფერენციაზე გაუჩნდა: ის დაფიქრდა იმაზე, თუ რა ადვილი იქნებოდა ეკრანზე კურსორით გადაადგილება. მისი ჩანაწერები დუგლასმა კოლეგას, უილიამ ინგლიშს გადასცა, რომელმაც კონსტრუქტორის მეშვეობით კომპიუტერის თაგვის აწყობა შეძლო.

1968 წელს მოწყობილობა სან-ფრანცისკოში კომპიუტერულ გამოფენაზე გამოიტანეს და მან ფურორი მოახდინა: "მაუსის" დახმარებით ენგელბარტმა ინფორმაციის ჩვენების ახალი პრინციპის - NLS-ის დემონსტრირებაც მოახდინა. NLS მეცნიერმა მისი კოლეგებისთვის სტრუქტურირების და ინფორმაციის გაცვლის გასამარტივებლად შექმნა. მოგვიანებით ამ პრეზენტაციას "ყველა პრეზენტაციის დედა" უწოდეს - ის იჯდა კოპიუტერთან, რომელსაც ჰქონდა კლავიატურა, თაგვი და სამართავი პანელი, ხოლო მისი ქმედებები 6,7მ-ის დიაგონალის მქონე ეკრანზე გადაიცემოდა.

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს