"მეცნიერული ფაქტები", რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება

"მეცნიერული ფაქტები", რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება

არსებობს ბევრი მითი, "მეცნიერული ფაქტი", თუ უბრალოდ გაგონილი ამბავი, რომლისაც უამრავ ადამიანს სჯერა და არ შეესაბამება სიმართლეს. გთავაზობთ 9 ასეთ "ფაქტს".

1. ღამურები ბრმები არ არიან. მართალია ისინი სივრცეში ექოლოკაციის დახმარებით გადაადგილდებიან, მაგრამ ამასთან, კარგი მხედველობაც აქვთ.

2. თმები და ფრჩხილები სკვდილის შემდეგ ზრდას არ განაგრძობენ. ასეთი შთაბეჭდილება იმის გამო რჩება, რომ ცხედრის კანი შრება.

3. სირაქლემები შიშის დროს თავს ქვიშაში არ მალავენ. საფრთხის შეგრძნების დროს მათ აქვთ ჩვევა, რომ მიწაზე დაეცნენ და თავი მოიმკვდარუნონ.

4. შაქრის მიღების შემდეგ ბავშვები ჰიპერაქტიულები არ ხდებიან. რამდენიმე კვლევამ დაამტკიცა, რომ ბავშვების აქტიურობა იგივე რჩება, თუ ისინი უშაქრო გაზიან სასმელს მიიღებენ.

5. ტყუილია, თითქოს ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებენ. ჩვენ მთლიან ტვინს ვიყენებთ - უბრალოდ სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა პერიოდში.

6. ფაქტი, რომ ზვიგენებს კიბო არ ემართებათ, არ შეესაბამება სიმართლეს. ისინიც ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებით. მცდარი ჭორი უილიამ ლეინმა გაავრცელა, რომელიც ზვიგენის ხრტილს ყიდდა, როგორც "ონკოლოგიური დაავადების საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებას".

7. ჩინეთის დიდი კედელი არ არის ერთადერთი ადამიანის ხელით შექმნილი რამ, რისი დანახვაც კოსმოსიდან შეიძლება. დედამიწიდან დაშორების მანძილის მიხედვით, შესაძლოა დაინახოთ ბევრი სხვა მსხვილი კონსტრუქციაც, ან ვერ დაინახოთ საერთოდ ვერცერთი ობიექტი.

8. არ არსებობს "ფოტოგრაფიული მეხსიერება" - არსებობს მხოლოდ ძალიან კარგი მეხსიერება. მაგრამ იმ ადამიანებსაც კი, ვინც გამოირჩევა უნიკალური მეხსიერებით, არ შეუძლიათ ვიზუალური დეტალების ისე დამახსოვრება, რომელიც ფოტოგრაფიას შეედრება.

9. არ არის მართალი, რომ ჩაყლაპულ საღეჭ რეზინს ორგანიზმი 7-8 წლის განმავლობაში ინელებს. სინამდვილეში, ამისთვის ორგანიზმს რამდენიმე საათი სჭირდება.

მომზადებულია mixstuff.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს