გოგონა ფეხის ამპუტაციას მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გამო დათანხმდა

გოგონა ფეხის ამპუტაციას მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გამო დათანხმდა

სკოლის მოსწავლე იზაბელ პაპანდრონიკოსი, რომელსაც დაბადებიდან მარცხენა ფეხი მარჯვენაზე რამდენიმე სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა, ფეხის ამპუტაციას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ გამოსაშვებ საღამოზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაეცვა.

როგორც FederalPost-ი იტყობინება, არავის ეგონა, რომ იზაბელი გამოსაშვებ საღამოზე საზეიმო კაბისა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმას შეძლებდა, თუმცა საგანგებოდ მისთვის შექმნილი პროთეზის წყალობით გოგონამ სანუკვარი ოცნება აიხდინა.

პროთეზი 8000 დოლარი დაჯდა. მისი მეშვეობით იზაბელმა გამოსაშვებ საღამოზე ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა შეძლო.

"ეს საოცარი იყო, ვინაიდან ჩემი ფეხი ძალიან ბუნებრივი გამოიყურებოდა. არაჩვეულებრივი გამოსაშვები საღამო გამოვიდა. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. მთელი საღამო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთადერთი პრობლემა მეორე ფეხის გამო შემექმნა, რომელიც საღამოს ბოლოს ქუსლებზე დგომისგან ამტკივდა", - განუცხადა იზაბელმა From-ua.com-ს.

იზაბელი 18 თვის იყო, როდესაც ექიმებმა იშვიათი დაავადება აღმოუჩინეს. დაავადების გამო მას მარჯვენა ფეხი მარცხენაზე თითქმის 8 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია From-ua.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს