ტაილანდში ჰიტლერი სუპერგმირად შერაცხეს

ტაილანდში ჰიტლერი სუპერგმირად შერაცხეს

ტალანდში ჰიტლერი სუპერგმირად შერაცხეს. ბანგკოკის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოსაშვები საღამოსთვის პლაკატი დახატეს, რომელზეც სუპერგმირები იყვნენ გამოსახულნი. სუპერგმირებს შორის ადოლფ ჰიტლერიც აღმოჩნდა. პლაკატი უმაღლესი სასწავლებლის შენობაზე გამოფინეს.

ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ბოდიში 15 ივლისს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მოიხადა.

უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა წერილში განაცხადეს, რომ სტუდენტებმა, რომლებმაც პლაკატი გააფორმეს, ვერ გაიაზრეს საკუთარი საქციელის მნიშვნელობა.

პლაკატი, სადაც ჰიტლერი სუპერგმირებთან, ჰალკთან, სუპერმენთან და ბეტმენთან ერთადაა გამოსახული, უნივერსიტეტის შენობაზეა გამოფენილი. ფოტოზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული გოგონა ნაცისტური მისალმების ჟესტით ჰიტლერის გამოსახულების წინ პოზირებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს