რჩევები ექსტრემალური სექსის მოყვარულებს

რჩევები ექსტრემალური სექსის მოყვარულებს

საზაფხულო შვებულება სექსუალური თავგადასავლებისთვის შესაფერისი პერიოდია. ამ სფეროში შედარებით გამოცდილი პარტნიორები ახალბედებს რამდენიმე რჩევას სთავაზობენ, რომლებიც ექსტრემალურ ატმოსფეროში სექსის მოყვარულებს ნამდვილად გამოადგებათ.

რა საჭიროა ამ დროს გასაღები?

თუ მათრახებისა და ხელბორკილების გამოყენებით გადაწყვიტეთ სექსუალური იდილიის შექმნა, კარგად დარწმუნდით, რომ ნივთები დაუზიანებელია და იმაზე მეტ ტკივილს არ მოგაყენებთ, ვიდრე გათვალისწინებული გაქვთ. გახსოვდეთ, რომ ყველა სექსუალური სათამაშო, რომელიც იკეტება, ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა გახსნათ, ამიტომ გასაღები ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე შეინახეთ.

ვნების წუთებში გასაღებზე ფიქრი შეიძლება იდიოტობად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ერთი წუთით წარმოიდგინთ, რომ იმ ხელბორკილის გასაღები დაკარგეთ, რომლითაც საწოლზე ხართ მიბმული, მიხვდებით, რომ თადარიგის დაჭერა ნამდვილად ღირს. თუ გასაღები მაინც დაგეკარგათ, გამოსავალი არსებობს - სამაშველო სამსახური. ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდა ბრიტანელი წყვილი, რომლებიც ხელბორკილებისგან სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს. თუ საკუთარ მეხსიერებას ვერ ენდობით, შედარებით უწყინარი "სათამაშოები" შეარჩიეთ - სექსშოპები არჩევანის სიმწირეს არ განიცდიან.

გაუფრთხილდით თავს

თუ გსურთ, რომ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მიეცეთ თავდავიწყებას, პირველ რიგში, კარგად დაფიქრდით, რაც მთავარია, იფიქრეთ თავით და გაუფრთხილდით თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მოაჯირს მიღმა აღმოჩნდეთ, ან უარესი, მოაჯირის გისოსებს შორის გაიჭედოთ. ასეთ მდგომარეობაში მოუსწრეს მაშველებმა 46 წლის უკრაინელ ქალბატონს, რომელიც მოაჯირის გისოსებში პარტნიორმა შემთხვევით თავით "გააკვეხა", თანაც მეტად უხერხულ პოზაში. ამ ინცინდენტით საბოლოოდ მხოლოდ მაშველებმა იხალისეს.

მისი პარტნიორის ბედზე არაფერია ცნობილი, სავარაუდოდ, დახმარება სწორედ მან გამოიძახა.

სექსი ავტოსალონში

მართალია, 21-ე საუკუნეში ავტომობილის სალონში მოწყობილი ორგიით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ გარკვეული უსაფრთხოების ზომების დაცვა აქაც გმართებთ. არ გააჩეროთ მანქანა წყალსაცავთან, ტბასთან ან სანაპიროსთან ძალიან ახლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანელი წყვილის ბედს გაიზიარებთ, რომლებიც შუა განცხრომის დროს მდინარე რაინში გადაცვივდნენ.

ინციდენტის მიზეზი მალე გაირკვა - ერთ-ერთი პარტნიორი გადაცემათა ავტომატურ კოლოფს დააწვა, მანქანა დაიძრა და მისი შეჩერება ვეღარ შეძლეს. შეყვარებულები წყლიდან დროულად ამოიყვანეს, თუმცა მათ თავგადასავალს სასიამოვნოს ვერ დაარქმევ.

დახურეთ ფანჯარა

სექსი ფანჯრის რაფაზე - საინტერესო იდეაა, განსაკუთრებით ზაფხულში. მთავარი რჩევა - ფანჯარა დახურული უნდა იყოს, თორემ შეიძლება გადავარდეთ. ასეთი უსიამოვნება შეემთხვა კიდევ ერთ გერმანელ წყვილს, რომლებმაც ინტიმური ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზნით მეუღლეებისგან ფარულად "კონსპირაციული" ბინა იქირავეს. შეიძლება რამდენიმე აქტის წარმატებით დაგვირგვინება მოასწრეს, მაგრამ ერთხელაც ორივე ერთად გადაცვივდა ფანჯრიდან.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს