იაპონიაში ჩანასახის 3D პორტრეტებს ბეჭდავენ

იაპონიაში ჩანასახის 3D პორტრეტებს ბეჭდავენ

დაივიწყეთ ექოსკოპიაზე ნანახი შავ-თეთრი ფოტოსურათი, იაპონელები ჩანასახის 3D პორტრეტებს ბეჭდავენ და შემდეგ პაწაწინა ფიგურებს ქმნიან.

იაპონურ სამედიცინო საინჟინრო კომპანიაში FASOTEC ჩანასახის 3D პრინტერისგან სკანირებას აკეთებენ და კრემისფერი რეზინისგან პორტრეტებს ქმნიან. ეს ყველაფერი იაპონელ მშობელს 500 დოლარი უჯდება. თუმცა, ისინი მხოლოდ პორტრეტებზე არ მუშაობენ, მათ სხეულის ნაწილების სკანირებაც შეუძლიათ. სკანირება და ფიგურების შექმნა ფეხმძიმობის მერვე, ან მეცხრე თვეში ხდება.

"8 თვის ფეხმძიმე ვიყავი და კომპანიას ფოტოსურათისთვის მივაკითხე. ვიდრე ვიმშობიარებდი, უკვე ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა ბავშვი, რომელსაც მუცლით ვატარებდი. საოცარი შეგრძნება იყო", - ამბობს ერთ-ერთი კლიენტი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს