რო­გორ გა­მო­ი­გო­ნეს ქარ­თვე­ლებ­მა მომ­ღე­რა­ლი ჭი­ქა

რო­გორ გა­მო­ი­გო­ნეს ქარ­თვე­ლებ­მა მომ­ღე­რა­ლი ჭი­ქა

მომ­ღე­რა­ლი ჭი­ქი­დან წყლი­სა და მით უმე­ტეს ღვი­ნის და­ლე­ვა ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო­ა, თუმ­ცა, თავ­და­პირ­ვე­ლად, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან სას­მი­სი შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­და­ნაც გა­გი­ვარ­დეს... რო­გორ გაჩ­ნდა და შემ­დეგ რო­გორ შე­ეს­ხა ფრთა ამ ორი­გი­ნა­ლუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი თა­სის შექ­მნის იდე­ას? - გვე­სა­უბ­რე­ბა გა­მო­გო­ნე­ბის ერ­თ-ერ­თი თა­ნა­ავ­ტო­რი, ინ­ჟი­ნერ-მე­ქა­ნი­კო­სი იუ­რი სი­ჭი­ნა­ვა.

- გა­გე­ბუ­ლი გვქონ­და გერ­მა­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფინ­ჯნე­ბის თა­ო­ბა­ზე, ამ­გვა­რი მცდე­ლო­ბე­ბი აქაც იყო, თუმ­ცა ჩვენ მე­ქა­ნიზ­მი დავ­ხვე­წეთ, და­ვამ­ზა­დეთ თა­სი, რო­მე­ლიც ტუ­ჩის შე­ხე­ბის­თა­ნა­ვე, რო­გორც კი შიგ ჩას­ხმულ სითხ­ეს და­ე­წა­ფე­ბი, სიმ­ღე­რას იწყ­ებს, პი­რის მო­შო­რე­ბის­თა­ნა­ვე კი ჩუმ­დე­ბა. ამ თა­სი­დან ოთხი მე­ლო­დია ის­მის, გა­დამ­რთა­ვიც აქვს და შე­იძ­ლე­ბა შე­არ­ჩი­ო, რი­სი მოს­მე­ნა გინ­და: სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის, "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რის", "ჩაკ­რუ­ლო­სი" თუ რე­ვაზ ლა­ღი­ძის გე­ნი­ა­ლუ­რი "თბი­ლი­სო­სი"... მას მოჰ­ყვე­ბა დამ­ტე­ნი, ასე­ვე ინ­სტრუქ­ცი­ა, მოხ­მა­რე­ბის წე­სი. ჭი­ქა კაკ­ლის ხი­სა და მელ­ქი­ო­რის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ასე­ვე გვაქვს მხო­ლოდ ხის­გან ნაკ­ვე­თი თა­სიც... დი­ზა­ი­ნის დახ­ვე­წა­ზე ახ­ლაც ვმუ­შა­ობთ. ჭი­ქის ზე­და­პი­რი თაფ­ლის სან­თლი­თაა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ხე აუ­ცი­ლებ­ლად კარ­გად გა­მომ­შრა­ლი უნ­და იყოს. მელ­ქი­ო­რის და­მუ­შა­ვე­ბაც რთუ­ლი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი­ა, მით უმე­ტეს, თუ ძვირ­ფა­სი თვლე­ბით მო­ა­ვა­რა­ყე.

- ჭი­ქის მფლო­ბელს თუ შე­უძ­ლია მის­თვის სა­სურ­ვე­ლი მე­ლო­დია აირ­ჩი­ოს, ჩა­წე­როს?

- სხვა ადა­მი­ა­ნი ამას ვერ გა­ა­კე­თებს, მე­ლო­დია მიკ­როს­ქე­მა­ში იწე­რე­ბა, მე­რე კი ხმებს გა­სუფ­თა­ვე­ბა, გა­ფილ­ტვრა სჭირ­დე­ბა, რა­თა კარ­გი ჟღე­რა­დო­ბა ჰქონ­დეს, ამის გა­კე­თე­ბა მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლისტს შე­უძ­ლი­ა. ზო­გი­ერ­თი თას­ში დარ­დი­მან­დუ­ლი, არ­ცთუ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა­საც გვთხოვს, მაგ­რამ... თა­სი თა­ნა­მო­აზ­რე ფი­ზი­კო­სებ­თან - და­ვით გზი­რიშ­ვილ­თან, თა­მაზ და­დი­ან­თან, თენ­გიზ კუ­კა­ვას­თან ერ­თად შევ­ქმე­ნით. გა­მო­გო­ნე­ბა "საქ­პა­ტენ­ტშიც" და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ, სა­ხელ­წო­დე­ბით "მუ­სი­კა­ლუ­რი ჭი­ქა".

- მი­სი ყო­ფა­ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კუ­რი­ო­ზუ­ლი სი­ტუ­ა­ცია თუ შექ­მნი­ლა?

- ერ­თხელ, დიდ სა­ქორ­წი­ლო სუფ­რა­ზე თა­მა­დამ სადღ­ეგ­რძე­ლოს მე­რე სას­მი­სი მი­ი­ყუ­და და უეც­რად სიმ­ღე­რის ხმა რომ გა­ის­მა, სუფ­რის ერ­თ-ერ­თი წევ­რი აღ­შფო­თე­ბუ­ლი მი­უბ­რუნ­და მუ­სი­კო­სებს: გა­ჩუმ­დით, თა­მა­დას ხელს ნუ უშ­ლი­თო, იფიქ­რა, მათ წა­მო­იწყ­ეს სიმ­ღე­რა... სხვა სუფ­რა­ზე კი თა­მა­და არ გა­აფ­რთხი­ლეს და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან, შე­ში­ნე­ბულს ჭი­ქა ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და...

- თუ და­ინ­ტე­რეს­და ვინ­მე, მომ­ღე­რა­ლი ჭი­ქის სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა წა­მო­ეწყ­ო?

- მის დამ­ზა­დე­ბას დი­დი დრო მი­აქვს, შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე­ა, სულ მცი­რე, ერთი კვი­რა მა­ინც უნ­და ერ­თი ასე­თი ჭი­ქის დამ­ზა­დე­ბას. სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა რომც მო­ხერ­ხდეს, დიდ მას­შტაბს მა­ინც ვერ მი­აღ­წევს. არც ჩვენ ვართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ ეს ჩი­ნელ­მა გა­ა­კე­თოს, ჭი­ქა პლას­ტმა­სის­გან ჩა­მო­ას­ხას და მე­რე ლა­რად გა­ყი­დოს, მას ფა­სი და­ე­კარ­გე­ბა. ამ­გვა­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი, ამას­თან ტრა­დი­ცი­უ­ლი ჭი­ქა ფუ­ფუ­ნე­ბის სა­გა­ნი­ა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)