3 მარტივი სავარჯიშო მოხდენილი მუცლის პრესისთვის

3 მარტივი სავარჯიშო მოხდენილი მუცლის პრესისთვის

ზაფხულში ქალისთვის ყველაზე აქტუალური მოხდენილი ტანია, რადგან ყველაზე ლამაზი საცურაო კოსტუმის გაუფერულებაც კი შეუძლია "მოშვებულ" მუცელს.

გთავაზობთ 3 სავარჯიშოს, რომლებსაც სახლშიც ადვილად გააკეთებთ. დღეში მხოლოდ 20 წუთია საჭირო, რომ  ეს სავარჯიშოები შეასრულოთ.

ველოსიპედი: დაწექით ზურგზე, იატაკზე მთლიანად გაიმართეთ. ხელები თავქვეშ ამოიდეთ. მარჯვენა ფეხი მკერდისკენ მოხარეთ და ამავდროულად თავი მუხლისკენ მიზიდეთ, ისე რომ მარჯვენა ფეხის მუხლი და მარცხენა ხელის იდაყვი ერთმანეთს გაუთანაბრდეს, ამ დროს კი მარცხენა ფეხი გაშლილი დატოვეთ. შემდეგ იგივე მოძრაობა მეორე ფეხზე გააკეთეთ. ვარჯიში 1 წუთი უნდა გაგრძელდეს. სავალდებულოა, დღეში სამჯერ.

ნავი: დაჯექით იატაკზე. მუხლები ერთმანეთს მიატყუპეთ, ფეხის ტერფები იატაკზე მყარად დადგით და უკან გადაიხარეთ. შემდეგ ფეხები გაჭიმეთ, მკლავები მხრის გასწვრივ გაშალეთ და წინ გადაიხარეთ. ეს ვარჯიში დღეში ხუთჯერ გააკეთეთ. ერთ ვარჯიშზე მხოლოდ 5 ნავი.

ფიცარი: დაწექით სახით იატაკისკენ. დაეყრდენით ფეხის თითებსა და მკლავებს. შეეცადეთ, რომ ტანი გამართული, ერთ ხაზზე გასწორებული გქონდეთ (აუცილებელი არაა, იატაკიდან ძალიან მაღლა აიწიოთ). შემდეგ ნელა გააკეთეთ აზიდვა. გააკეთეთ ეს სავარჯიშო დღეში სამჯერ. ვარჯიში მაქსიმუმ 40 წამი უნდა გაგრძელდეს.

მომზადებულია indiatimes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს