ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს

ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს

ლონდონის კვლევითმა კომპანია Wealth Insight-მა იმ ქალაქთა რეიტინგი შეადგინა, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. მილიონერთა სიაში შევიდა ყველა ის ადამიანი, რომელსაც პირად ანგარიშზე 1 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხა აქვს. ამ თანხაში არ იგულისხმება უძრავი ქონების ღირებულება.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი მილიონერი ტოკიოში ცხოვრობს. ამ ქალაქში დარეგისტრირებულია 461 000 ადამიანი, ვისი საბანკო ანაგრიშიც 6 ნულით დაბოლოვებულ რიცხვს აღემატება. მეორე ადგილი, 389 000 მილიონერით, ნიუ-იორკმა დაიკავა. საპატიო მესამე ადგილზე ლონდონი გავიდა, სადაც 281 000 მილიონერი ცხოვრობს. პარიზში 219 000 მილიონერია, ფრანკფურტში - 2170 000.

სიაში ასევე მოხვდნენ პეკინი, ოსაკა, შანხაი და სინგაპური.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წელს ყველაზე მეტი მილიონერი ჩინეთში იქნება. ჩინეთს კი იაპონია მოსდევს.

მომზადებულია bornrich.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს