სირაქლემას ფიტული ვერტმფრენად აქციეს

სირაქლემას ფიტული ვერტმფრენად აქციეს

ჰოლანდიელმა მხატვარმა, ბარტ იანსენმა სირაქლემა ვერტმფრენად აქცია.

მან სირაქლემისგან, რომელიც ფერმაში რამდენიმე თვის წინ მოკვდა, ფიტული გააკეთა, ზედ პროპელერები დაამაგრა და სენსორებით აღჭურვა, რომელსაც სპეციალური პულტით მართავს. სირაქლემა-ვერტმფრენს რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე შეუძლია ფრენა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც იანსენი მკვდარი ცხოველებისგან მფრინავ ობიექტებს აკეთებს. შარშან მან კატა-ვერტმფრენი გააკეთა. პატრონმა საყვარელი კატის, ორვილეს დაკარგვა ვერ აიტანა და ვერტმფრენად გადააქცია. იანსენი ამ გამოგონების გამო ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზეც მიიწვიეს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს