25 წლის გოგო ალიგატორებთან ერთად დაცურავს

25 წლის გოგო ალიგატორებთან ერთად დაცურავს

25 წლის ფლორიდელი ქალი ეშლი ლოურენსი ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც ბრაკონიერების ხაფანგებისგან ალიგატორები გადაარჩინა, მათთან საერთო ენა გამონახა.

ეშლი ალიგატორებს ბრაკონიერთა ხაფანგებისგან ათავისუფლებს. ეს მისი პროფესიაა. ცოტა ხნის წინ ლოურენსი ჯგუფ Gator Boys-ში გაწევრიანდა. ამ ჯგუფის წევრები რეგულარულად დადიან ალიგატორებით დასახლებულ ადგილებში და რეპტილიებს ეხმარებიან. ეშლი ამ ჯგუფის ერთადერთი მდედრობითი სქესის წევრია.

"ეს ჩემი მოწოდებაა. ვხვდები, როგორც იქცევიან ალიგატორები. შემიძლია მათი ქცევების წინასწარ გამოცნობა, ასე რომ, ბევრი ძალისხმევა სულაც არ მჭირდება", - განაცხადა ეშლიმ.

გოგონა იმდენადაა გატაცებული საკუთარი საქმით, რომ ვერ წარმოუდგენია, ნიანგების გადარჩენის გარდა, სხვა რა უნდა აკეთოს ცხოვრებაში.

ლოურენსი ადვილად უმკლავდება 5 მეტრიან ალიგატორებს. ბრაკონიერების ხაფანგებისგან გამოხსნილი ყველა ნიანგი სპეციალურ ფერმაში გადაჰყავთ, სადაც Gator Boys-ის წევრები წარმოდგენებს მართავენ.

ამ შოუების დროს ეშლი თავისუფლად დაცურავს აუზში მოზრდილ ალიგატორებთან ერთად და მათთან ფოტოებს ისე იღებს, თითქოს შინაური ცხოველები იყვნენ.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს