ქეით მიდლტონმა დედოფალს საჩუქარზე უარი უთხრა

ქეით მიდლტონმა დედოფალს საჩუქარზე უარი უთხრა

ქეით მიდლტონმა დედოფალს ანტიკვარულ საჩუქარზე უარი უთხრა. ელისაბედ მეორეს სურდა, რომ ახალშობილი პრინცის ყველა ოთახი ძველი საოჯახო ავეჯით გაეფორმებინა, თუმცა ქეით მიდლტონმა დედოფლის საჩუქარზე უარი თქვა. მიდლტონს საკუთარი შვილის ოთახში ყველაფერი ახალი და თანამედროვე უნდა.

საოჯახო რელიქვიებიდან პრინც ჯორჯს მხოლოდ საბავშვო ეტლი და საქანელა ცხენი გადაეცემა. ეტლში, რომელიც ძველი ბრიტანული ფირმის დამზადებულია, ძიძა ერთ დროს თავად ელიზაბეტ მეორეს არწევდა, ხოლო საქანელა ბავშვობაში დედოფლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სათამაშო იყო. ის ერთ-ერთია იმ 30 სათამაშო ცხენიდან, რომელიც ელიზაბეტს მისმა ბაბუამ, ჯორჯ მეხუთემ აჩუქა.

გარდა ამისა, ელიზაბეტ მეორემ მისი შვილთაშვილისთვის უინძორების სასახლეში სათამაშოების საცავი გახსნა. აქ დაცული სათამაშოების კოლექციიდან, ეგზემპლართა უმეტესობა დედოფალ ვიქტორიას დროიდან გროვდება.

აღსანიშნავია, რომ პრინც ჯორჯის მამა და ბიძა, პრინცი უილიამი და  პრინცი ჰარი საკმაოდ ცელქი ბავშვები იყვნენ, ამიტომ მათ სამეფო ოჯახის ანტიკვარი სათამაშოებით თამაში ეკრძალებოდათ. სწორედ ამის გათვალისწინებით, დედოფალმა პრინც ჯორჯს ნამდვილად დიდი პრივილეგია მიანიჭა.

პრინცს საჩუქრებს მხოლოდ ბებია არ ჩუქნის. მაგალითად, ავსტრალიის ექს-პრემიერ-მინისტრმა პრინც ჯორჯს უზარმაზარი სათამაშო კენგურუ გაუგზავნა. ცხოველების უფლებების დამცველ ორგანიზაცია PETA-სგან ახალშობილმა მონარქმა და ტახტის მემკვიდრემ ხელოვნური ცხვრის მატყლის საბანი მიიღო საჩუქრად.

ყველაზე ორიგინალური საჩუქარი პრინცს ქეითის ბიძამ, გარი ოლდსმიტმა გაუკეთა. მან მონარქს მისი საყვარელი ფეხბურთის კლუბის "ჩელსის" აქციების პაკეტი აჩუქა. 

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს