უ­ახ­ლე­სი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის შე­დე­გე­ბი

უ­ახ­ლე­სი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის შე­დე­გე­ბი

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის უძ­ვე­ლეს წარ­სულ­ზე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მრავ­ლა­დაა ამ მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი, მათ შო­რის კა­ხე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი­ა. ჩვენ უახ­ლე­სი არ­ქე­ოლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის შე­დე­გად აღ­მო­ჩე­ნილ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­ზე მო­გითხ­ობთ:

1. ვა­რაზ­მა­ნავ­რი

ცი­ხე­ქა­ლა­ქი ვა­რაზ­მა­ნა­ვ­რი ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაზ­ვერ­ვით­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ 2009 წელს აღმო­ა­ჩი­ნა. ნა­ქა­ლა­ქა­რი დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ონ­ში, ივ­რის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­-ა­ზე­რ­ბა­ი­ჯა­ნის საზღ­ვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს. არ­ქე­ო­ლო­გი კო­ტე ფიცხ­ე­ლა­უ­რი: ამ ძეგ­ლის შეს­წავ­ლას დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან ის ის­ტო­რი­უ­ლი იბე­რი­ი­სა და ალ­ბა­ნე­თის სა­საზღ­ვრო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ნა­ქა­ლა­ქა­რი VII-VIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბით უნ­და და­თა­რიღ­დეს და მურ­ვან ყრუს შე­მო­სე­ვის დროს უნ­და იყოს გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, რის შემ­დე­გაც ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რე­ბა აღარ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა.

2. ხო­რან­თა

"ექ­სპე­დი­ცი­ის მი­ერ მიკ­ვლე­უ­ლი მე­ო­რე გა­მორ­ჩე­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ძეგ­ლი, ათე­უ­ლო­ბით ჰექ­ტარ­ზე გა­და­ჭი­მუ­ლი ნა­ქა­ლა­ქა­რი, ელ­და­რის (სა­მუ­ხის) ველ­ზე­ა. ნა­ქა­ლა­ქა­რის ორი­ვე ფე­ნის­თვის ბერ­ძნუ­ლი და ქარ­თუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი გვაქვს, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ეს ქა­ლა­ქი, შე­საძ­ლო­ა, სა­მუ­ხო­სად და ხო­რან­თად უნ­და მო­ვიხ­სე­ნიოთ. - ამ­ბობს არ­ქე­ო­ლო­გი კო­ტე ფიცხ­ე­ლა­უ­რი".

3. წმინ­და ფშა­ნი

2011 წლის 26 ივ­ლისს კა­ხეთ­ში, ბიზ­ნეს­მენ გო­გი თო­ფა­ძის კუთ­ვნილ სა­მო­ნა­დი­რეო კომ­პლექ­ს "ივ­რის ჭა­ლე­ბის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ივ­რის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე, ტყის მა­სივ­ში, მდი­ნა­რე ივ­რის ადი­დე­ბის შე­დე­გად დახ­რა­მულ ფარ­თობ­ზე არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

4. ჭო­ბა­რე­თი - ნა­სახ­ლა­რე­ბი

სო­ფე­ლი ჭო­ბა­რე­თი სამ­ცხე-­ჯა­ვა­ხეთ­ში, ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს. ად­რე ბ­რინ­ჯა­ოს ხა­ნის ნა­სახ­ლა­რი 2009 წელს, გაზ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნის დროს აღ­მოჩ­ნდა, ქრის­ტე­შო­ბამ­დე 3500-3000 წლის წი­ნან­დე­ლი ნა­სახ­ლა­რის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა მუ­ზე­უმ­მა და მელ­ბურ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ერ­თობ­ლი­ვად და­იწყ­ეს. არ­ქე­ოლო­გი კახა კახიანი: აღ­მო­ჩე­ნი­ლია ქვის სა­ბეჭ­და­ვი, ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხუ­თი ათა­სი წლის წინ მე­სო­პო­ტა­მი­ი­დან, ქა­ლაქ ურუ­ქი­დან უნ­და იყოს შე­მო­ტა­ნი­ლი.

5. ყორ­ღა­ნი კა­ხეთ­ში

2012 წელს ლა­გო­დეხ­ში, სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ან­თან, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის არ­ქე­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექ­სპე­დი­ცი­ამ ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ად­რე ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის, ძვ.წ-ის მე­სა­მე ათას­წლე­უ­ლის ყორ­ღა­ნი გათხ­ა­რა. ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძის თქმით, საქ­მე უნი­კა­ლურ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს. ყორ­ღა­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა იქ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ორი ეტ­ლი­ა, ეტ­ლებ­ზე გვა­მე­ბი იყო დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლი­ა, რომ ყორ­ღან­ში ერ­თი ეტ­ლია ბე­ლა­დის­თვის. თუ ვის ეკუთ­ვნის მე­ო­რე ეტ­ლი, ამა­ზე კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

6. არ­მა­ზი

2011 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის არ­მაზ­ცი­ხის არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ და­იწყო მუ­შა­ო­ბა და დღე­საც გრძელ­დე­ბა. 1998 წელს აღ­მო­ჩე­ნი­ლი ტაძ­რი­სა და მარ­ნის და­სავ­ლეთ მხა­რეს აღ­მო­ჩე­ნი­ლია ქვათ­ლი­ლე­ბით ნა­გე­ბი და კრა­მი­ტით და­ხუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­მო­ჩე­ნი­ლი მო­ზა­ი­კუ­რი ფი­ლე­ბი, სა­ვარ­ძლის ფე­ხის ბრინ­ჯა­ოს მორ­თუ­ლო­ბა, ბრინ­ჯა­ოს სარ­კე, რკი­ნის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქვის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი და გა­და­საბ­მე­ლი ია­რა­ღე­ბი, წე­რაქ­ვე­ბი, სა­ტე­ხე­ბი, პა­ლო­ე­ბი, მო­ჭი­ქუ­ლი და მო­უ­ჭი­ქა­ვი თი­ხის ჭურ­ჭე­ლი.

7. გა­ლა­ვა­ნი პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე

შარ­შან პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე ძვე­ლი თბი­ლი­სის გა­ლავ­ნის ფრაგ­მენ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. არ­ქე­ო­ლო­გე­ბის თქმით, ნა­გე­ბო­ბა, შე­საძ­ლო­ა, მე-­11-მე-13 სა­უ­კუ­ნით და­თა­რიღ­დეს.

8. ცი­ხე-­გა­ლა­ვა­ნი მე­ტე­ხის ხი­დ­თან

მე­ტე­ხის ხიდ­თან, ორ­მო­ცი სე­ბას­ტი­ე­ლი მო­წა­მის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცი­ხე-­გა­ლა­ვა­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. არ­ქე­ო­ლო­გე­ბის თქმით, აღა­მო­ჩე­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნელო­ვა­ნი­ა, რად­გან ის ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ხა­ნას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

9. უნი­კა­ლუ­რი სა­მარ­ხე­ბი ნა­ქულ­ბა­ქე­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე

დიღ­მის ვე­ლის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, ნა­ქულ­ბა­ქე­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რამ­დე­ნი­მე წლის წინ 3000 წლის წი­ნან­დე­ლი სა­მარ­ხე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. კერძოდ IV-V სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მა­რა­ნი. ნა­ქულ­ბა­ქე­ვი ის­ტო­რი­უ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი­ა. ტე­რი­ტო­რია სა­ვაჭ­რო გზე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ცენტრს წარ­მოად­გე­ნდა,­ რა­საც ნა­ქულ­ბა­ქევ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგ­ლე­ბი ადას­ტუ­რებს.

10. დე­დოფ­ლისგო­რის ნა­მო­სახ­ლა­რი

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­სა და ვე­ნე­ცი­ის კა-­ფოს­კა­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში სა­მი ათა­სი წლის წი­ნან­დე­ლი გა­ლა­ვა­ნი და ნა­მო­სახ­ლა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა. დე­დოფ­ლისგო­რის შეს­წავ­ლი­სას ძვ.წ-ის I ათას­წლე­უ­ლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი გა­ლა­ვა­ნი და სა­თავ­სო­ე­ბი აღ­მოჩ­ნდა.

თეკლა ტუღუში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს