ყველაზე ხიფათიანი ადამიანი მსოფლიოში

ყველაზე ხიფათიანი ადამიანი მსოფლიოში

ფლორიდის შტატის 29 წლის მკვიდრი ერიკ ნორი ყველაზე ხიფათიანი ადამიანია დედამიწის ზურგზე. ბაჰამის კუნძულებზე ცოლ-შვილსა და სიმამრთან ერთად დასვენების დროს მან წყალქვეშა ნადირობით გართობა განიზრახა. თუმცა ერიკის განზრახვას ზვიგენმა შეუშალა ხელი, რომელმაც მას ლამის ფეხი მოაჭამა. დაჭრილი ერიკი წყლიდან სიმამრმა ამოიყვანა.

სიმამრმა ერიკს დაშავებული ფეხი გადაუხვია, მეუღლემ კი მაშველები დროულად გამოიძახა. საავადმყოფოში ექიმებმა შეიტყვეს, რომ ეს პირველი სახიფათო შემთხვევა არ იყო ამერიკელის ცხოვრებაში. როგორც აღმოჩნდა, ნორს მოგზაურობების დროს მეხის დაცემა, ჩხრიალა გველის კბენა და მაიმუნებთან შეტაკება აქვს გადატანილი. თუმცა ზვიგენის თავდასხმა მისთვის ყველაზე საშინელ და დაუვიწყარ მოვლენად იქცა.

"ეს დაუვიწყარი თავგადასავალი იყო. ვფიქრობდი, წყლიდან ცოცხალი ვერ ამოვაღწევდი", - ამბობს ერიკი, რომელიც წყალქვეშა ნადირობით 8 წლის ასაკიდან არის გატაცებული.

ახლა მან კანის გადანერგვის რამდენიმე ოპერაცია უნდა გაიკეთოს, რათა ფეხის დაზიანებული ნაწილი აღიდგინოს.

ხიფათის მხრივ ერიკ ნორს კონკურენციას უწევს კოლუმბიელი ალექსანდრე მენდონი, რომელსაც მეხი ოთხჯერ დაეცა, თუმცა სიკვდილისგან თავის დაღწევა ოთხჯერვე შეძლო.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს