უძილობა სიმსუქნეს იწვევს

უძილობა სიმსუქნეს იწვევს

ქრონიკული უძილობა ჭამის სურვილს ამძაფრებს და სიმსუქნეს იწვევს. ამის შესახებ ჟურნალი Nature Communications წერს.

მეცნიერები 21 მოხალისეს ფუნქციონალური ტომოგრაფიის საშუალებით აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტის დროს მათ კვირაში 1 დღე-ღამე არ უნდა დაეძინათ.  ექსპერიმენტის ხანგრძლივობა 1 თვე იყო. ვადის დასრულების შემდეგ კი  უნდა აერჩიათ სურათები, რომლებზეც სხვადასხვა პროდუქტი იყო გამოსახული.   შედეგად აღმოჩნდა, რომ მოხალისეები ირჩევდნენ  სურათებს, რომლებზეც მაღალკალორიული საჭმელი იყო გამოსახული.

მეცნიერები ამბობენ, რომ ძილის უკმარისობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მოულოდნელი ფსიქიკური ეფექტები: ჰალუცინაცია, მეხსიერების დაკარგვა, რეალობისგან მოწყვეტა.  მედიკოსები ცუდ ძილს ინსულტის, სიმსუქნისა და ჰიპერტონიის მაპროვოცირებელ მიზეზად თვლიან.

სტატისტიკის მიხედვით, ინდუსტრიული განვითარების ქვეყნების მოსახლეობის 10% უძილობას უჩივის.

მომზადებულია nature.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს