ბრიტანეთში პრინც ჯორჯის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

ბრიტანეთში პრინც ჯორჯის პირველი ფოტო გამოქვეყნდა

ბრიტანეთში პრინც ჯორჯის პირველი ოფიციალური ფოტო გამოქვეყნდა. ფოტოები ქეით მიდლტონის მამამ, მაიკლ მიდლტონმა საკუთარი სახლის ბაღში, ბარკშირის საგრაფოში გადაიღო.

პრინცმა უილიამმა ბავშვის დაბადების შემდეგ თავის პირველ ინტერვიუში CNN-თან აღნიშნა, რომ პატარა პრინცი "ცოტაოდენ ცელქია". "ჯორჯს ძილი დიდად არ უყვარს და ეს ოდნავ პრობლემატურია. ის მე საკუთარ თავს და ჩემს ძმას მაგონებს", - განაცხადა უილიამმა.

პრინცი უილიამი ამბობს, რომ ქეითი "ფანტასტიურად" უმკლავდება ახალ პასუხისმგებლობებს.

როგორც "ბი-ბი-სი"-ს სამეფო კორესპონდენტი, ნიკ უიტჩელი წერს, კემბრიჯის ჰერცოგის ოჯახი "ბედნიერად და დამშვიდებულად" გამოიყურება, ისევე როგორც ბევრი სხვა ოჯახი პატარას შეძენის შემდეგ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს