უშვილობის პრობლემები და ასტროლოგია

 უშვილობის პრობლემები და ასტროლოგია

შვილის ყოლის ბედნიერება, ნებისმიერი ადამიანისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ცხოვრებაში. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამ მხრივ ნაკლებად უმართლებთ ან ხანგრძლივი მკურნალობის, ლოდინისა და ნერვიულობის შემდეგ ახერხებენ ნანატრი პირმშოთი გახარებას. თუმცა, როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, ნებისმიერი ჩვენგანის დაბადების რუკა იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, ელოდება თუ არა ამა თუ იმ ადამიანს ცხოვრებაში რეპროდუქტოლოგიური პრობლემები და კონკრეტულად რა სახის ან რამდენად მძიმე.

მინიშნებას კი ამის შესახებ, პირველ რიგში შავი მთვარის ანუ ლილიტის განლაგება გვაძლევს პირად ჰოროსკოპში. როგორც ცნობილია, ლილიტი პირველი ფემინისტის სიმბოლოა და იგი თავის დროზე, სწორედ მამაკაცის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო იქნა გაძევებული სამოთხიდან, ხოლო სასჯელად უბედური დედობა ერგო. მისი ყველა პირმშო სასიკვდილოდ იყო განწირული.

ლეგენდის თანახმად, ლილიტი ორგვარი სახით იძიებს შურს - მამაკაცებზე ქალით ცდუნების სახით, ხოლო ქალზე შვილიერების პრობლემის შექმნით. ასტროლოგიურად კი, ლილიტის მდებარეობა ჩვენი განვლილი კარმული პროგრამის ნეგატიური გავლენის ერთ-ერთ მკაფიო მინიშნებას იძლევა. ამიტომ, თუკი ლილიტი ადამიანის პირად კოსმოგრამაში შვილიერების აღმნიშვნელ ლომის ზოდიაქოს იკავებს ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს ცხოვრების მანძილზე აუცილებლად ელის პრობლემა, რომელიც რაიმე სახით ბავშვებთან, შთამომავლობის გაგრძელების ფუნქციასთან იქნება დაკავშირებული.

იხილეთ სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს