ბეზე - მსოფლიო კულინარიის მონაპოვარი

ბეზე - მსოფლიო კულინარიის მონაპოვარი

ბეზე - baiser მსუბუქი დესერტია, რომელიც კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილისა და შაქრისგან მზადდება. Baiser ფრანგულად ითარგმნება, როგორც კოცნა.

ბეზეს მეორე სახელწოდებაა მერენგა. ეს ერთი შეხედვით მარტივი დესერტი მსოფლიო საკონდიტრო ხელოვნების დიდ მონაპოვრად ითვლება. მისი წარმოშობის შესახებ მკვლევართა აზრი იყოფა. ერთნი მის სახელს გერმანიაში არსებულ პატარა ქალაქ მაირინგენს უკავშირებენ. აქ მოღვაწეობდა შვეიცარელი კულინარი გასპარინი და ბეზეს გამოგონებასაც მას მიაწერენ. სხვა ვერსიის თანახმად მერენგა მომდინარეობს პოლონური სიტყვიდან მარზინკა, ხოლო დესერტის შექმნას პოლონეთის მეფის სტანისლავ I-ის მზარეულის დამსახურებად მიიჩნევენ.

ცნობილია, რომ მერენგა ძალიან უყვარდა საფრანგეთის დედოფალ მარია-ანტუანეტას, რომელიც თურმე ამ ნუგბარს თავადაც ამზადებდა. XIX საუკუნემდე ბეზეს ფორმას კოვზით აძლევდნენ. საკონიდტრო ტომრის გამოყენება კი კონდიტერებმა მოგვიანებით დაიწყეს.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს