ბა­თუ­მის ოპე­რის მოჩ­ვე­ნე­ბა

ბა­თუ­მის ოპე­რის მოჩ­ვე­ნე­ბა

ბა­თუ­მის მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი­ა, ულა­მა­ზე­სი ექ­სტე­რი­ე­რის კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრი გულ­გრილს არ­ც ერთ ტუ­რისტს ტო­ვებს. მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი 2004 წელს შე­იქ­მნა, სა­დაც გა­ერ­თი­ან­დნენ ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტრი, ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო კა­პე­ლა, ბა­თუ­მის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო და­სი, ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა მუ­სი­კა­ლუ­რი თე­ატ­რი. შე­ნო­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა ეკუთ­ვნის ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს. ცენტრს აქვს დარ­ბა­ზი თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, 1100 ეს­პა­ნუ­რი სა­ვარ­ძ­ლი­თა და დი­დი ეს­პა­ნუ­რი ჭა­ღით. შე­ნო­ბის მე­სა­მე სარ­თულ­ზე არის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე, ად­გი­ლი, სა­დაც სა­ეს­ტრა­დო და ჯაზ­-კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვა შეიძლება. გა­ნახ­ლე­ბულ მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში სე­ზო­ნი 2011 წელს გა­იხ­სნა მი­უ­ზიკ­ლით "ქე­თო და კო­ტე". თე­ატ­რმა მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი იმი­თაც და­ა­მახ­სოვ­რა, რომ გახ­სნის­თა­ნა­ვე შე­ნო­ბა­ში წყა­ლი ჩა­ვი­და. იმ პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ კი, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში ხდე­ბა, ალ­ბათ ცო­ტა ადა­მი­ან­მა თუ იცის... ინ­ფორ­მა­ცია მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ბათუმში მცხოვ­რებ­მა ლა­შა ბოლ­ქვა­ძემ მო­ა­წო­და.

-  იცით ალ­ბათ, 2011 წელს რო­გო­რი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით გა­იხ­სნა ეს თე­ატ­რი. პრე­ზი­დენ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე ღა­მით მი­ვი­და მუ­შებ­თან და თა­ვად აკ­ვირ­დე­ბო­და მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს. აქ­ვე ვცხოვ­რობ და თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცი, რაც ამ თე­ატ­რის გარ­შე­მო ხდე­ბა... რო­ცა გა­რე­მონ­ტე­ბა და რე­კონ­სტრუქ­ცია დამ­თავ­რდა, თე­ატ­რის სა­ზე­ი­მოდ გახ­სნა­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­იწ­ვი­ეს. ბა­თუ­მე­ლებს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი და იმ დღე­ებ­ში სულ თე­ატ­რის სიახლოვეს ვტრიალებდით, გვინ­დო­და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხი გა­ვი­ცა­ნი - სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე და სტე­ფა­ნე. ზაფ­ხულ­ში კონ­ცერ­ტე­ბი შუა ღა­მემ­დე გრძელ­დე­ბო­და. მე­რე სე­ზო­ნიც დაიხურა. Mმახ­სოვს, ერთ სა­ღა­მოს, და­ახ­ლო­ე­ბით ნო­ემ­ბრის შუა რიცხ­ვებ­ში, რო­ცა წე­სით თე­ატ­რში არა­ვინ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, შე­ნო­ბი­დან უც­ნა­უ­რი ხმე­ბი შე­მო­მეს­მა. თე­ატ­რში შუქს ინ­თე­ბო­და და ქრე­ბო­და. ვი­ფიქ­რე, მომ­ღერ­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და ალ­ბათ ასე ერ­თო­ბი­ან­-მეთ­ქი. დაც­ვას ვკითხე და მი­პა­სუ­ხეს, არა­ვი­ნაც არ ჩა­მო­სუ­ლა­ო. მას შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დი, რა ხმე­ბი ის­მო­და თე­ატ­რი­დან და ვინ და­დი­ო­და შე­ნო­ბა­ში. ისე მინ­დო­და ამის გარ­კვე­ვა, ერთ სა­ღა­მოს დაც­ვას ვთხო­ვე, თე­ატ­რში შე­მიშ­ვი-­მეთ­ქი, მაგ­რამ იცით რა მი­პა­სუ­ხა? - იქ რა­ღაც უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს და შენც ხომ არ გა­გა­გი­ჟე­ბო?!

-  უბე­დუ­რე­ბა­ში რა იგუ­ლის­ხმა?

-  ბევ­რი ვეხ­ვე­წე, მაგ­რამ არ მითხ­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ თურ­მე აქ ღა­მით მოჩ­ვე­ნე­ბა და­დის. სა­ი­დან გაჩ­ნდა, კაც­მა არ იცის. უკ­ვე მთე­ლი ბა­თუ­მი ამა­ზე ლა­პა­რა­კობს, აჭა­რის მთავ­რო­ბა­შიც იცი­ან, მაგ­რამ გა­ჩუმ­ებას ამჯობინებენ, ბი­ლე­თე­ბი ხომ უნ­და გა­ი­ყი­დოს?

-  რას ამ­ბო­ბენ, რო­გო­რია ეს მოჩ­ვე­ნე­ბა?

-  რა­ღაც შა­ვი ჩრდი­ლი და­დის დე­რე­ფან­ში. დაც­ვა­ში მუდ­მი­ვად ახალ­-ა­ხა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მოჰ­ყავთ, რად­გან ბი­ჭებს ღა­მით ეში­ნი­ათ და იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან სამ­სა­ხუ­რი მი­ა­ტო­ვონ. დაც­ვის ერ­თ-ერ­თი წევ­რი ამის ნი­ა­დაგ­ზე ლა­მის გა­ლოთ­და, კი­დევ კარ­გი, დრო­ზე წა­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან. მოჩ­ვე­ნე­ბა რომ თე­ატ­რში შუქს ან­თებს, მი­სი გა­მორ­თვა დაც­ვის ბი­ჭებს უწევთ. ამა­თაც რა მე­ტი გზა აქვთ, უნ­და შე­ვიდ­ნენ და ჩა­აქ­რონ... მოკ­ლედ, მოჩ­ვე­ნე­ბა მო­უს­ვენ­რად დარ­ბის თე­ატ­რში, თუ კარგ ხა­სი­ათ­ზე­ა, უს­ტვენს, რთავს მუ­სი­კას და იშ­ვი­ა­თად სიმ­ღე­რის ხმაც ის­მის.

-  რას უკავ­ში­რებთ ამ ყვე­ლა­ფერს?

-  რა გითხ­რათ, ხომ ამ­ბო­ბენ, თე­ატ­რში გარ­დაც­ვლი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის სუ­ლე­ბი ბუ­დო­ბე­ნო და ალ­ბათ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის სუ­ლი­ა. გა­ა­ნათ­ლოს უფალ­მა!

თამარ ბოჭორიშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს