რატომ უნდა ვიყოლიოთ კატა სახლში

რატომ უნდა ვიყოლიოთ კატა სახლში

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ კატას ადამიანის დაავადებისგან განკურნება შეუძლია. მათი თქმით,  თუკი ეს შინაური ცხოველი დაჟინებით ცდილობს ერთი და იგივე ადამიანის სიახლოვეს იყოს, უმჯობესია მას ამაში ხელი არ შევუშალოთ. საქმე ის არის, რომ კატებს შეუძლიათ იგრძნონ ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი დაავადება და ამიტომ ისინი ცდილობენ სწორედ დაავადების კერაზე მოთავსდნენ.

განსაკუთრებით სასარგებლო კატის კრუტუნი ყოფილა. ბოლო კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ კრუტუნი ულტრაბგერის მსგავსია. კატის კრუტუნი დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე.

ამ შინაურ ცხოველს განსაკუთრებით იზიდავს უარყოფითი ენერგეტიკა, რომელსაც ის ადამიანს აცლის. აღსანიშნავია, რომ სამკურნალო დანიშულებისთვის უფრო გამოსადეგი მდედრი კატები არიან.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს