ქალმა 15 დღე ჭის ფსკერზე გაატარა და გადარჩა

ქალმა 15 დღე ჭის ფსკერზე გაატარა და გადარჩა

ჩინეთის პროვინცია ხენანში ქალმა ჭის ფსკერზე 15 დღე გაატარა, სანამ მისი ყვირილი ადგილობრივმა ფერმერებმა არ გაიგეს.

სექტემბრის დასაწყისში 38 წლის სუ ცისიუ სამკურნალო მცენარეების შესაგროვებად წავიდა. სახლში, სიმინდის ყანის გავლით ბრუნდებოდა, როდესაც 4 მეტრი სიგრძის ჭაში ჩავარდა. სრიალა კედლებმა ქალს ზედაპირზე დამოუკიდებლად ამოსვლის საშუალება არ მისცეს.

15 დღის მანძილზე სუ წვიმის წყალს სვამდა და ნედლი სიმინდით იკვებებოდა, რომელიც თან მიჰქონდა. ამასთან, დახმარების თხოვნა არ შეუწყვეტია, სანამ მისი ყვირილი ადგილობრივმა ფერმერებმა არ გაიგეს.

ქალი ადგილზე მისულმა სახანძროს თანამშრომლებმა გადაარჩინეს. იგი ძალაგამოცლილი იყო და ვერ საუბრობდა, მაგრამ სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

მომზადებულია France Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს