ლეგნდარული შეფ-მზარეული პოლ ბოკუზი გარდაიცვალა - საინტერესო ფაქტები "კულინარიის პაპის" ცხოვრებიდან

ლეგნდარული შეფ-მზარეული პოლ ბოკუზი გარდაიცვალა - საინტერესო ფაქტები "კულინარიის პაპის" ცხოვრებიდან

ლეგენდარული შეფმზარეული პოლ ბოკუზი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბოკუზი პარკინსონის დაავადებას ებრძოდა. ლეგენდარული შეფ-მზარეულის გარდაცვალების ფაქტს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერარ კოლონი "თვითერზე" გამოეხმაურა: "პოლ ბოკუზი გარდაიცვალა, გასტრონომია გლოვაშია".

პოლ ბოკუზი 1926 წლის 11 თებერვალს, ლიონთან ახლოს, სოფელ კოლონჟ ო მონ-დორ-ში დაიბადა. კულინარობა ბოკუზების ოჯახის ტრადიცია იყო. პოლის დიდ ბაბუას საკუთარი რესტორანიც ჰქონდა, რომელიც შემდეგ გაყიდა, მოგვიანებით კი პოლმა ისევ გამოისყიდა. ახალგაზრდა პოლი 16 წლის ასაკში ლიონის ერთ-ერთ რესტორანში იწყებს ამ საქმის უკეთ შესწავლას. სამი წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის გამო, სწავლის შეწყვეტა მოუხდა. პოლი დე გოლის განმათავისუფლებელ არმიას შეუერთდა და ომში წავიდა. ალზასთან დაჭრეს კიდეც, თუმცა ამერიკელებმა უმკურნალეს და 1945 წელს, პარიზში საზეიმო აღლუმშიც მონაწილეობდა. ბოკუზის თქმით, ეს მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.

მშობლიურ მხარეში დაბრუნების შემდეგ, ბოკუზი ლიონის ერთ რესტორანში განაგრძობს სწავლას, სადაც კერძების კეთების გარდა სხვა საქმეებსაც ითავსებს: უვლის ბოსტანს, ძროხებს, რეცხავს და ალაგებს. რამდენიმე წელიწადში ის ცნობილი მზარეულის, "ახალი ფრანგული კულინარიის" დამფუძნებლის, ფერნან პუანის მოსწავლე ხდება. სწორედ მასთან ეუფლება პოლი პროფესიულ უნარ-ჩვევებს, საიდუმლოებებს და ამთავრებს სწავლას. მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ რესტორანში გამოიყენა. წარმატებაც მალე ეწვია: ჯერ წლის აღმოჩენად დაასახელეს, მალე მიშლენის პირველი ვარსკვლავიც მიიღო, რომელიც მეორე წელსვე გააორმაგა. 1965 წელს კი ბოკუზი უმაღლესი სარესტორნო შეფასების, მიშლენის სამი ვარსკვლავის მფლობელი გახდა. მას შემდეგ, უკვე 50 წელზე მეტია, სახელი ბოკუზი გასტრონომიული სრულყოფილების სინონიმად იქცა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს