საპატიმროში სილამაზის კონკურსი ჩატარდა

საპატიმროში სილამაზის კონკურსი ჩატარდა

კოლუმბიაში, ქალაქ ბოგოტაში მდებარე ციხეში სილამაზის კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მარია კრისტინა ვილარიელმა გაიმარჯვა, ის სასჯელს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იხდის.

ჟიურის წევრები ტელეწამყვანები და შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ. მათ კრიმინალთა შორის ყველაზე ლამაზი ქალი უნდა გამოევლინათ. ამ ციხეში ძირითადად ნარკოტიკით მოვაჭრეები იხდიან სასჯელს, განსასჯელთა ნაწილი კი გამოძიების დასრულებას ელოდება.

"მართალია ციხეში არიან, მაგრამ არ დაუკარგავთ ქალურობა", - აცხადებენ საპატიმროს ადმინისტრაციაში.

სილამაზის კონკურსი ყველა წესის დაცვით ტარდება - გოგონებთან პოდიუმზე გასვლამდე ვიზაჟისტები მუშაობენ და დიზაინერები საღამოს კაბებს არგებენ.

დაწესებულებაში სილამაზის კონკურსი ბოლო 18 წელია ტარდება

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს