სათამაშოს გამო 12 წლის ბიჭუნა ცოცხლად დაწვეს

სათამაშოს გამო 12 წლის ბიჭუნა ცოცხლად დაწვეს

პენჯაბში (ინდოეთის შტატი) 12 წლის ინდოელ ბიჭუნას 2 მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა.

ვიდჰუ ჯაინი მხოლოდ იმიტომ დაწვეს, რომ მან სათამაშო ფრანის დათმობაზე უარი თქვა. ვიდჰუს მამა სათამაშო ფრანების მაღაზიას ფლობს. ბავშვი ინციდენტის დღეს ველოსიპედით ძმასთან მიდიოდა, რათა მისთვის სკოლაში ლანჩი მიეტანა. თვითმხილველების თქმით, მათ უეცრად ყვირილის ხმა შემოესმათ, ქუჩაში ცეცხლმოკიდებული ბავშვი მორბოდა. გამვლელებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს და ბიჭუნა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ვიდჰუს სხეულის 100 პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული.

ბავშვის მამამ გაიხსენა, რომ 3 დღის წინ მისმა შვილმა რამდენიმე ადამიანთან იჩხუბა, თუმცა მშობლებმა ეს მხოლოდ მოზარდთა კინკლაობად მიიჩნიეს და დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ. სამართალდამცავები მკვლელებს ეძებენ და ჟურნალისტებთან გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.

მომზადებულია hindustantimes.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა