მამაკაცთან სეირნობის გამო სუდანელი გოგონა გაამათრახეს

მამაკაცთან სეირნობის გამო სუდანელი გოგონა გაამათრახეს

სუდანელი გოგონა ჰალიმა ქუჩაში გაამათრახეს, რადგან მამაკაცთან ერთად მანქანით გაისეირნა.

ხარტუმში ადგილობრივები შეიკრიბნენ და გოგონას დასჯას დაესწრნენ. შეშინებული ჰალიმას მხარდაჭერა არავის, მათ შორის არც იქ შეკრებილ ქალებს უცდიათ. ჰალიმა იმისთვის დაისაჯა, რომ მანქანაში იჯდა კაცთან, რომელიც მისი ნათესავი არაა, ეს კი რელიგიისა და ტრადიციების შეურაცხყოფად ითვლება. გოგონას ადგილობრივი პოლიციის ოფიცერი მათრახის ყოველ დარტყმაზე უყვიროდა, რომ ეს მისთვის გაკვეთილია და იმედოვნებს "აღარასდროს იმგზავრებს მანქანით".

სუდანში ქალების გამათრახება დასჯის საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. ფიზიკური დასჯა შარიათის კანონებით არის გათვალისწინებული და ეს წესები სუდანის სასამართლო სისტემაში 1983 წელს შეიტანეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა