შვეიცარიის ბანკში ლეონარდო და ვინჩის უცნობი ნახატი აღმოაჩინეს

შვეიცარიის ბანკში ლეონარდო და ვინჩის უცნობი ნახატი აღმოაჩინეს

შვეიცარიის ბანკში ლეონარდო და ვინჩის უცნობი ნახატი აღმოაჩინეს. ნახატზე აღორძინების ეპოქის მხატვრების მფარველი, მარკგრაფ მანტუის მეუღლე იზაბელა დ’ესტეა გამოსახული.

გაზეთ Corriere della Sera-ის ინფორმაციით, ტილო იტალიელ კოლექციონერთა ოჯახს ეკუთვნის. ისინი ხელოვნების ნიმუშებს 400 წელია აგროვებენ.

სპეციალისტებმა 61/46,5 სმ ზომის სურათის რადიოკარბონული ანალიზი ჩაატარეს, რათა მისი ასაკი დაედგინათ. აღმოჩნდა, რომ იგი აღორძინების ეპოქაშია შექმნილი.

გარდა ამისა, გამოცემა კალიფორნიის უნივერსიტეტის ისტორიკოსისა და ლეონარდო და ვინჩის მემკვიდრეობის მკვლევარ კარლო პედრეტის სიტყვებს იშველიებს, რომელმაც განაცხადა, რომ პორტრეტის ნახვისთანავე ოსტატის ხელი ამოიცნო.

როგორც Agence France-Presse-ი აღნიშნავს, ლეონარდოს ავტორობის მთავარი მტკიცებულება მხატვრის მიერ იზაბელა დ’ესტეს პორტრეტისთვის 1499 წელს გაკეთებული ესკიზის სურათთან მსგავსებაა. ესკიზი ლუვრში ინახება. მასზე და ნაპოვნ სურათზე დ’ესტე პროფილშია გამოსახული (მარცხნივ იყურება), ხელები კი მუცელზე აქვს დალაგებული. მიიჩნეოდა, რომ თავად პორტრეტი ლეონარდოს ან არ დაუხატავს ან დაიკარგა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს