ადამიანის ხელით შექმნილი რიფები

ადამიანის ხელით შექმნილი რიფები

ათწლეულების განმავლობაში წყალქვეშა სამყაროს განვითარების ხელშეწყობისთვის და ხელოვნური რიფების შესაქმნელად, ადამიანი ზღვაში სხვადასხვა საგნებს ძირავდა. ზღვის ფსკერზე ხელოვნურად აღმოჩენილი ჩამოწერილი გემები, ტანკები, სარკინიგზო ვაგონები წლების მანძილზე მოლუსკებითა და წყალმცენარეებით იფარება. მსგავსი ადგილები ზღვის ბინადრებსა და დაივინგის მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2006 წლის 17 მაისს ხელოვნური რიფის შექმნისთვის, ფლორიდის ნაპირებთან ამერიკელებმა 1950 წელს აგებული ავიამზიდი Oriskany ჩაძირეს. 1989 წელს ავიამზიდი ჩამოწერეს და ჯართად დაჭრას უპირებდნენ. თუმცა შემდეგ გაცილებით პრაქტიკულად გამოიყენეს. 275 მ-ის სიგრძის ხომალდის ჩასაძირად (ეს პროცესი 37 წთ-ს გრძელდებოდა) სპეციალისტებმა 225 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს.

ჩამოწერილი გემი "გენერალი ჰოიტ ვანდენბერგი" ზღვის ფსკერისკენ მიემართება. 159 მ-ის სიგრძის ხომალდი თავის დროზე კანავერალის კონცხიდან კოსმოსური ხომალდების გაშვებას აკვირდებოდა და ცივი ომის პერიოდში საბჭოურ რაკეტებსაც უთვალთვალებდა. ჩამოწერის შემდეგ ის ხელოვნურ რიფად აქციეს და 2009 წლის 26 მაისს აფეთქების შედეგად ჩაძირეს.

ხელოვნური რიფების შექმნისთვის არა მხოლოდ ჩამოწერილ გემებს იყენებენ. 2010 წლის ზაფხულში, ბანგკოკის მახლობლად სიამის ყურეში ზღვის ეკოსისტემის გაუმჯობესებისა და თევზების პოპულაციის გაზრდის მიზნით, ტაილანდის არმიის მიერ ჩამოწერილი 25 ტანკი ჩაძირეს.

ხელოვნური რიფების შექმნაში, ტაილანდელებზე ორიგინალურები ამერიკელები აღმოჩნდნენ, რომლებმაც 2001 წლის აგვისტოში ნიუ-ჯერსისთან ახლოს ატლანტიკის ოკეანეში მეტროს ვაგონები გადაყარეს. რიფების შესაქმნელად, ზღვის ბინადართა დაცვის ორგანიზაციამ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის 27 ჩამოწერილი ვაგონი გამოიყენა.

2007 წლის 17 ნოემბერი - ტეჰასის შტატის მახლობლად გემის Texas Clipper-ის ჩაძირვის მომენტი. ხელოვნური რიფების შესაქმნელად გამიზნულ გემებს გულმოდგინედ წმენდენ და ზღვის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საწვავისა და მავნე ნივთიერებების ნარჩენებისგან ასუფთავებენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ bigpicture.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს