უიღბლოებზე გადაღებული ფილმები დეპრესიას კურნავს

უიღბლოებზე გადაღებული ფილმები დეპრესიას კურნავს

უიღბლოებზე გადაღებული ფილმები და სატელევიზიო შოუები დეპრესიას კურნავს, ხოლო წარმატებულ ადამიანთა ისტორიები ყოველთვის არ აღგვაფრთოვანებს,- განაცხადეს მეცნიერებმა. ამას გამოცემა Journal Media Psychology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის შედეგები მოწმობს.

მკვლევართა თქმით, ადამიანები, რომლებიც ხუთი დღის განმავლობაში აუტსაიდერებზე ფილმებს უყურებდნენ, უფრო თავდაჯერებულნი ხდებოდნენ და შემდგომი სამი დღე მოტივირებულნი იყვნენ. 

უფრო მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ კონკიას ისტორია, ყოველთვის აღმაფრთოვანებელი არაა. კერძოდ ერთ-ერთი სამოტივაციო ვიდეო იყო ფილმიდან "ყოველ კვირა", რომელშიც სუსტი საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი გამამხნევებელ სიტყვას წარმოთქვამს.

"ადამიანებს იმედს პრობლემების გადალახვის პროცესი აძლევს და არა "ჰეფი-ენდი",- ამბობს მკვლევარი პრესტონი.

ის თვლის, რომ მსგავსი ვიდეოების ნახვა ადამიენებს იმედის ჩასახვაში, დეპრესიის, პრობლემებისა და მავნე ჩვევების დაძლევაში დაეხმარება.

მომზადებულია Journal Media Psychology-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს