ჩხუბის დროს მეზობელმა მეზობელს სასქესო ორგანოზე უკბინა

ჩხუბის დროს მეზობელმა მეზობელს სასქესო ორგანოზე უკბინა

ინგლისში, ქალაქ დუვრში მეზობლების ჩხუბი უცნაური ფინალით დასრულდა. ჯეისონ მარტინი რიჩარდ ჰენდერსონისგან რამდენიმე კვირა უშედეგოდ ითხოვდა, გვიან ღამით ხმამაღალი მუსიკა არ ჩაერთო.

როგორც მეზობლები ამბობენ, ღამით პიჟამაში გამოწყობილი კაცების ჩხუბი შემოესმათ. ხელჩართული ჩხუბის დროს, ყველასთვის მოულოდნელად, ჯეისონმა მეზობელს სასქესო ორგანოზე უკბინა. დაზარალებული რიჩარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, "პაციენტს სასქესო ორგანოზე ნაკერები დაადეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება".

დუვრის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამნაშავეს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს