როგორ მოვიქცეთ გაციებისას - ინფექციონისტების რჩევები

როგორ მოვიქცეთ გაციებისას - ინფექციონისტების რჩევები

ხშირად ადამიანი გაციების ნიშნებს არად დაგიდევს და სახლში დარჩენის ნაცვლად, სამსახურში მიდის. მიკრობიოლოგი ჩარლზ ჰერბა ამბობს, რომ გაციების პირველივე ნიშნებისას სამსახურში წასვლა სახიფათოა, რადგან სწორედ ამ დროსაა ვირუსი ყველაზე მეტად გადამდები.

მუშაობის შემდგომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. "უბრალოდ საჭიროა დროულად გაჩერდე და დაისვენო",- ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სპეციალისტი კეტრინ კამინსი. ერთი დღით დასვენების აღება სჯობს, ლოგინში რამდენიმე დღით წოლას. ამასთან, ავადმყოფი ადამიანის სამუშაო პროდუქტიულობა ჩვეულებრივზე გაცილებით დაბალია, ხოლო ზოგიერთი წამალი ძილიანობას იწვევს.

არიზონას უნივერსიტეტმა კი გაარკვია, რომ მხოლოდ ერთი ავადმყოფი  (4 საათში) ოფისში სამუშაო მაგიდის ზედაპირის დაახლოებით ნახევარს ვირუსებით აბინძურებს. ესაა: ტელეფონები, მაგიდაზე მდგარი საგნები, კარის სახელურები, ლიფტის ღილაკები, მაცივარი. ვირუსები რამდენიმე საათი ცხოვრობენ. მაგალითად, დღის ბოლოსთვის ცოცხალი ვირუსები, რომლებიც ნაწლავის ინფექციებს იწვევენ, სამუშაო მაგიდის ზედაპირის დაახლოებით 70%-ზე ვრცელდებიან.

ექიმები დასაქმებულებს ხელების ხშირ დაბანვასა და მათი ქაღალდის ხელსახოცით გაწმენდას ურჩევენ. ასეთი პრაქტიკა პათოგენებს 80%-ით ამცირებს. ასევე შესაძლებელია სამუშაო ზედაპირის სადეზინფექციო ხელსახოცებით გაწმენდა.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს