რა შემთხვევაში დაგინგრევთ სოციალური ქსელი კარიერას

რა შემთხვევაში დაგინგრევთ სოციალური ქსელი კარიერას

გთავაზობთ შეცდომებს, რომელსაც ნებისმიერ სფეროში დასაქმებული ადამიანების კარიერის დანგრევა შეუძლია:

1. კომპანიის პოლიტიკის არცოდნა: მსოფლიოში უმუშევრობა სერიოზული პრობლემაა და როდესაც ნანატრ სამსახურში აგიყვანენ, უმეტესობა კონტრაქტში მხოლოდ იმ მონაკვეთს ეძებს, სადაც ხელფასზეა საუბარი. აუცილებელია, ყველა პუნქტი კარგად წაიკითხოთ. ზოგიერთ კომპანიაში სამუშაო დღის განმავლობაში "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" გვერდის გააქტიურება არ შეიძლება, მაგრამ ზოგიერთმა თანამშრომელმა ამის შესახებ არაფერი იცის. კომპანიის საკადრო პოლიტიკის კარგად შესწავლის შემდეგ, ხელმძღვანელთან კონფლიქტი არ მოგივათ.

2. კონფლიქტის გაღვივება: უკვე ჩვეულებად იქცა, "ფეისბუქზე" დაწეროთ თქვენი პირადი გრძნობების ამსახველი, პოლიტიკური, თუ რელიგიური ხასიათის პოსტი, მაგრამ ზოგიერთ ხელმძღვანელს ეს არ მოსწონს. ერთი შეხედვით უწყინარმა პოსტმა შესაძლოა სამსახური დაგაკარგვინოთ.

3. უარყოფითი პოსტები და კომენტარები: HR აუცილებლად შეამჩნევს უარყოფით კომენტარს, ან პოსტს. უხეში და გაბრაზებული თანამშრომელი არავის უნდა.

4. "ფეისბუქში" უფროსის დამეგობრება: "ფეისბუქში" კომპანიის ხელმძღვანელის მეგობრებში დამატება მარტივი არ არის. როდესაც კოლეგებს სოციალურ ქსელში დაუმეგობრდებით, ნებისმიერი შინაარსის პოსტი, თუ ატვირთული ფოტო მეორე დღეს ოფისში გარჩევის თემა გახდება. იმის ნიშნად, რომ დასამალი არაფერი გაქვთ, სჯობს თქვენს შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქის" შესაბამის ველში ისე შეავსოთ, რომ საჯარო იყოს.

მომზადებულია msn.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს