მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაცი დაქორწინდა

მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაცი დაქორწინდა

მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაცი, გინესის მსოფლიო რეკორდსმენი, ეროვნებით თურქი სულთან კოსენი დაქორწინდა.

მისი სიმაღლე 2 მეტრი და 51 სანტიმეტრია. მისი რჩეული 20 წლის მერვე დიბოა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს შორის სიმაღლეში სხვაობა 78 სანტიმეტრია, თავს ბედნიერად გრძნობენ და არც ხალხის აზრი ადარდებთ.

კოსენი ხშირად ჩიოდა, რომ გოგონები მასთან ურთიერთობას სიმაღლის გამო გაურბოდნენ და ეშინოდა, ამის გამო უცოლო არ დარჩენილიყო, თუმცა გაუმართლა.

"შეუძლებელია, ჩემი სიმაღლის ქალი ვიპოვო. ახლა საკუთარი ოჯახი და პირადი ცხოვრება მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა მან ქორწილში.

სიმაღლეში ზრდა სულთანმა 10 წლის ასაკში დაიწყო და 2011 წლამდე აგრძელებდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს