ჯობსის ბავშვობის სახლი ღირსშესანიშნაობად გამოაცხადეს

ჯობსის ბავშვობის სახლი ღირსშესანიშნაობად გამოაცხადეს

ლოს-ალტოსში სტივ ჯობსისის სახლი ისტორიულ ღირსშესანიშნაობად გამოაცხადეს. ჯობსმა ამ სახლში ყმაწვილკაცობა გაატარა.

გადაწყვეტილება ისტორიული ობიექტების საქალაქო კომისიის წევრებმა ერთსულოვნად მიიღეს. ქალაქის მთავრობამ კომისიის სხდომაზე ხმა მისცა კვლევას, რომლის მიზანი სახლის ისტორიული მნიშვნელობის შეფასება იყო. ჯობსის დის, პატრისიას თხოვნით, რომელიც ამჟამად სახლის მფლობელია, საბოლოო შეფასებაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

სახლისთვის ისტორიული ღირსშესანიშნაობის სტატუსის მინიჭება კომისიას უფლებას აძლევს, პატრონებს თუ სახლის გადაკეთება მოუნდებათ, ამ მიმართულებით რეკომენდაციები მისცენ. სახლისთვის ასეთი სტატუსის მინიჭებისთვის მეპატრონეების ნებართვა საჭირო არაა, მაგრამ მათ მისი გასაჩივრების უფლება აქვთ.

ჯობსის ოჯახი კრაისტ-დრაივ 2066-ში მაშინ გადავიდა, როდესაც სტივი მეშვიდე კლასში იყო. ლოს-ალტოსოს სახლი და ავტოფარეხი კომპანია Apple-ის ისტორიაში მნიშვნელოვანია, რადგან აქ 1976 წელს სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა კომპიუტერ Apple I-ის პირველი ორმოცდაათი ეგზემპლარი ააწყვეს.

მომზადებულია San Jose Mercury News-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს