ვეტერინარებმა უთათო კუს "ლეგოს" პროთეზი გაუკეთეს

ვეტერინარებმა უთათო კუს "ლეგოს" პროთეზი გაუკეთეს

გარმანიაში ვეტერინარები მამრ კუს დაეხმარნენ, რომელიც ერთ-ერთი წინა თათის გარეშე დარჩა. ცხოველს ექიმებმა პროთეზი გაუკეთეს, რომელიც სათამაშო სატრანსპორტო საშუალების ბორბლითაა დამზადებული - აუცილებელი დეტალი კონსტრუქტორ "ლეგოში" მოიძებნა.

როგორც ვეტერინარულ ცენტრში განაცხადეს, კუ შილდი კლინიკაში რთულ მდგომარეობაში მოხვდა. მას წინა ფეხი დაჩეხილი ჰქონდა - ძვალი ჩანდა, ხოლო დაზიანებულ ქსოვილზე მატლები ეხვია. სხეულის ნაწილის ამპუტაცია გადაწყდა, რომ შილდი სიკვდილისგან ეხსნათ.

თავიდან შილდი ორთვლიანი ფეხით აღჭურვეს, მაგრამ მოძრაობა რთული აღმოჩნდა. მაშინ შილდის ერთბორბლიანი პროთეზი გაუკეთეს. ასეთ პროთეზს იგი უკეთ გაუმკლავდა.

კუ ცხოველების თავშესაფარში გაიგზავნება. შილდის ბორბალს წელიწადში ერთხელ გამოუცვლიან.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს