მსოფლიოში ყველაზე გამხდარი ქალი აშშ-ის შტატ ტეხასში მცხოვრები, 24 წლის ლიზი ველასკესია. გოგონა 158 სანტიმეტრი სიმაღლისაა და მხოლოდ 27 კილოგრამს იწონის.
თუმცა, ეს წონა არც ანორექსიის და არც მკაცრი დიეტის ბრალია; ლიზი იშვიათი დაავადებით იტანჯება. დაავადება, რომელიც ორგანიზმს საშუალებას არ აძლევს წონაში მოიმატოს, ველასკესის გარდა, მსოფლიოში 2 ადამიანს აწუხებს. გოგონა იძულებულია დღეში 60-ჯერ მცირე ულუფებით იკვებოს. თუმცა, ლიზი ძალიან მამაცი და კეთილი ადამიანია - ის ჩართულია სხვადასხვა პროექტში, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. ველასკესი ყველა გოგონას სთხოვს, არ აყვნენ მსოფლიო მოდას და თვითნებური დიეტებით თავი არ დაიმახინჯონ.
"მშობლებისგან არასდროს მიგრძვნია, რომ სხვებისგან განსხვავებული ვარ. როდესაც წამოვიზარდე, ვხედავდი როგორ მაშტერდებოდნენ ქუჩაში, ზოგიერთ კოლეჯის სტუდენტს ჩემთან ურთიერთობა არ უნდოდა. თუმცა, მშობლებისთვის არასდროს მითქვამს, რომ გარეგნობის გამო ვიჩაგრებოდი, არ მინდოდა გული სტკენოდათ. სააბაზანოში მხოლოდ მაშინ ვტიროდი, როდესაც ვიცოდი, რომ სახლში არავინ იყო", - ამბობს ლიზი.
მომზადებულია naij.com-ის მიხედვით.